ის ერთი ჩვეულებრივი, უსახელო ძაღლია (+ვიდეო)
ის ერთი ჩვეულებრივი, უსახელო ძაღლია (+ვიდეო)
ის ერთი ჩვეულებრივი ძაღლია, რომლის სიცოცხლეც უმეტესი ადამიანისთვის არაფრად ღირს. ლეკვობიდან მოყოლებული, ინდოეთის ქუჩებში დადის უპატრონოდ, საკვების საძებნელად. 

მისი ყოველი დღე იწყებოდა და მთავრდებოდა საკვების ძებნით.

ერთ დღეს, როდესაც ქუჩაში გზააბნეული დადიოდა, შემთხვევით ჩავარდა ფისით (გუდრონი) სავსე ავზში. ძაღლი სასიკვდილოდ იყო განწირული, თუმცა ადამიანმა, რომელიც შემთხვევით ამ ფაქტს შეესწრო, ცხოველთა დახმარების ორგანიზაცია გამოიძახა.

რამდენიმე წუთითაც რომ დაეგვიანებინათ, ცხოველი ვერ გადარჩებოდა. საბედნიეროდ, ძაღლი ავზიდან ამოიყვანეს, თუმცა მის გასუფთავებას 3 საათი დასჭირდა.

Zooclub

საბრალო ცხოველი მოთმინებით იწვა რამდენიმე საათი და მადლიერი თვალებით უყურებდა, იმ ადამიანებს
ვინც მას ეხმარებოდა სიცოცხლის შენარჩუნებაში. 

"როდესაც ძაღლი ავზიდან ამოვიყვანეთ, ის თავიდან ბოლომდე ფისით (გურდონი) იყო
დაფარული, თუმცა თვალებში და ცხვირში არ ჰქონდა სითხე ჩასული, სწორედ ამ ფაქტმა შეუწყო ძაღლის გადარჩენას ხელი."- ამბობს ერთ-ერთი ცხოველთა დამცველი.

ძაღლი თავშესაფარში გადაიყვანეს, სადაც ყველანაირ სამედიცინო დახმარებას აღმოუჩენენ და გააჩუქებენ მზრუნველ პატრონზე. 

იხილეთ ვიდეო

ასევე იხილეთ:

ძაღლმა ნაგავსაყრელზე გადაგდებული ბავშვი გადაარჩინა

ადამიანმა დათვი სიკვდილს გადაარჩინა

ძაღლების ჩხუბის რინგიდან გადარჩენილი პიტბულები

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?