ადამიანმა დათვი სიკვდილს გადაარჩინა
ადამიანმა დათვი სიკვდილს გადაარჩინა
ფლორიდაში, დაცული ტერიტორიიდან შავი დათვი გაიპარა და შემთხვევით დასახლებულ რაიონში მოხვდა. მას უთვალთვალებდნენ ბუნების დამცველი ინსპექტორები, რათა ხელსაყრელ მომენტში მოეხელთებინათ და ცხოველი ადგილზე დაებრუნებინათ.

ცხოველი ახალ გარემოში დაბნეული ჩანდა. იმისათვის, რომ დათვს ძალა გამოლეოდა და ბუნების დამცველ ინსპექტორებს მასთან მიახლოების საშუალება მისცემოდათ, ცხოველს ტრანკვილიზატორი ესროლეს. თუმცა, სიტუაცია სხვაგვარად წარიმართა, დათვი შეშინდა და ოკეანისკენ გაიქცა. ერთ-ერთი ოფიცერი ცხოველს დაედევნა, რაც უფრო ღრმად შედიოდა ცხოველი წყალში, წამალი მით უფრო მოქმედებდა მასზე, დაუძლურებულმა ცხოველმა ოკეანეში ჩაძირვა დაიწყო.
ბიოლოგი ადამ უოლქუიკი დაუფიქრებლად გადაეშვა წყალში
დათვის დასახმარებლად. ადამმა მას კისერში ჩაავლო ხელი და ჩაძირვის საშუალება არ მისცა.

Zooclub

"სანამ მასთან მიახლოებას
გადავწყვეტდი, რათა ის გადამეჩინა, ისეთი ადრენალინი მომაწვა, არც კი შემშინებია." – იხსენებს ადამ უოლქუიკი.

ადამმა იცოდა, რომ დათვთან მიახლოებისას ძალიან რისკავდა, რადგან შესაძლებელი იყო, ცხოველს შეშინებოდა და თავი დაეცვა, აგრესიული გამხდარიყო, მაგრამ, როგორც ჩანს, დათვი მიხვდა, რომ საიმედო ხელში იმყოფებოდა.
ბიოლოგის დიდი ძალისხმევის შედეგად, დათვმა წყლის ნაპირზე გამოსვლა მოახერხა.
რამდენიმე ხანში, მათ საშველად დამხმარე ჯგუფიც მივიდა. მათ დათვი ტყეში ტრაქტორით დააბრუნეს. ადამმა ბოლომდე გააცილა დათვი, სადაც ის დღეს დაცულია და კარგად გრძნობს თავს.

იხილეთ ფოტო გალერეა
გალერეა
ტეგები
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?