ლეკვი ფრაგოლის ბედნიერი მომავალი
ლეკვი ფრაგოლის ბედნიერი მომავალი
ახალი წლის წინ, ორი დღით ადრე, ვეტერინარულ კლინიკაში მიიყვანეს შავი ლეკვი, რომელსაც ბეწვი თითქმის არ ჰქონდა , მიზეზი კანის დაავადება იყო.

ადამიანმა რომელმაც ლეკევი კლინიკაში მიიყვანა, ექიმს უთხრა რომ ის ავად იყო და მისთვის ეუთანაზია (სამუდამო დაძინება) გაეკეთებინა. თუმცა ვეტ- ექიმი მიხვდა, რომ მისი გამოჯანთელების მცირე შანსი მაინც არსებობდა, ამიტომ პატრონს სთხოვა პატარა ცხოველი მისთვის დაეტოვებინა.

ვეტერინარმა ლეკვს ფრაგელი დაარქვა, მისი გამოჯანმთელებისთვის ძალებს არ იშურებდა, თუმცა მკურნალობას ისიც ართულებდა, რომ ფრაგელს ორი სახეობის კანის დაავადება ჰქონდა.

გაიცანით ეს ფრაგელია, ასეთ
მდგომარეობაში მიიყვანეს პირველად ვეტ-კლინიკაში.

Zooclub

ლეკვს იმდენად ჰქონდა ბეწვი გაცვენილი, თავიდან ვერც ხვდებოდნენ რა ფერის იყო
ის.

Zooclub

ვეტერინარმა არც იცოდა გადარჩებოდა, თუ არა ეს პატარა არსება.

Zooclub

ექიმმა ის სახლში წაიყვანა. ფრაგელი იმდენად თბილი და საყვარელი ლეკვი იყო, რომ მკურნალი ექიმი მას საწოლზე ასვლის და იქ დაძინების უფლებასაც კი აძლევდა.

Zooclub

როდესაც კლინიკის თანამშრომლებმა ლეკვის ფოტოები და ინფორმაცია სოციალურ ქსელში განათავსეს, გულშემატკივრები მას საკვებთან ერათად ტანისამოსსაც უგზავნიდნენ.

Zooclub

დიდი დრო დასჭიდა ლეკვის გამოჯანმრთელებას, თუმცა ფრაგელს ბეწვი გაეზარდა და ის აღმოჩნდა შავი ძაღლი თეთრი გულით.

Zooclub

გამოჯანმთელების შემდეგ ფრაგელი მალევე გაჩუქდა. მან იპოვა თბილი და მოსიყვარულე ოჯახი.

Zooclub

ახალი პატრონი მას სხვადასხვა ტანისამოსითა და აქსესუარებით ანებივრებს.

Zooclub

ძაღლი გრძნობს, რომ ის ძალიან უყვარს ოჯახის ყველა წევრს. ეს მისთვის დიდი ბედნიერებაა.

Zooclub

ნუ მიატოვებთ გასაჭირში მყოფ ცხოველს, დაეხმარეთ მას და ის შესაძლოა მომავალში თქვენი ყველაზე ერთგული
მეგობარი გახდეს, რომელსაც სიცოცხლეზე მეტად ეყვარებით.

ასევე იხილეთ:

ტაიშას გზა – ანუ რა არის ბედნიერება



მიტოვებული მოხუცი ძაღლი


ჩემი მოხუცი მეგობარი რუსტერი


კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?