ჩემი მოხუცი მეგობარი რუსტერი
ჩემი მოხუცი მეგობარი რუსტერი
"თითქმის ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩემს მეუღლეს ჯანმრთელობის გამო ორი ფეხმძიმობა შეუწყდა. სასოწარკვეთილები ვიყავით, ასეთი დანაკარგის გამო, თუმცა გვყავდა 5 წლის გოგონა, რომელიც დარდს შედარებით გვიმსუბუქებდა.

ამ საშინელი მოვლენებიდან ცოტა ხანში ხის ქარხანაში დავიწყე მუშაობა. ერთ დღეს, შუა მუშაობისას შენობის ბოლოში პატარა ძაღლი შევნიშნე. არაფრით გამოირჩეოდა სხვა ძაღლებისგან, თუმცა დიდი სურვილი გამიჩნდა, მივსულიყავი, მოვფერებოდი და  მასზე მეზრუნა, მაგრამ  დროის სიმცირის გამო ვერ მოვახერხე მასთან მიახლოება, ის კი გაუნძრევლად იდგა და მიყურებდა.

Zooclub

ძაღლი თავად მომიახლოვდა და თავისი დიდი თვალებით დაჟინებით დამაკვირდა. ერთი
თვალის შევლებით მივხვდი, რომ ძალიან გამხდარი და ჭუჭყიანი იყო; საცოდავად გამოიყურებოდა. როდესაც დავაკვირდი, შევამჩნიერ, რომ
ყურებსა და ცხვირთან  ჭაღარა შეჰპარვოდა, ე.ი. ასაკით პატარა არ უნდა ყოფილიყო.

შესვენების დროს სასადილოში წავიყვანე და ქათმის ხორცით გავუმასპინძლდი. ის ისეთი გამხდარი იყო, როცა ვეფერებოდი მის ძვლებს ვგრძნობდი.

ძაღლს ტელეფონით რამდენიმე ფოტო გადავუღე  და ჩემს მეუღლეს გავუგზავნე, არ მინდოდა სახლში ისე მიმეყვანა, რომ ჩემი ცოლისთვის არასასურველი სიურპრიზი ყოფილიყო.

მინდოდა სამუშაოს დამთავრებამდე ძაღლი ეზოში ყოფილიყო, ჩემს უფროსს შენიშვნა რომ არ მოეცა, თუმცა მან იქვე იატაკზე ისე საყვარლად დაიძინა, რომ ვერ გავბედე მისი გაღვიძება და სიცივეში გარეთ გაშვება.

Zooclub

როდესაც მე და ჩემი ახალი მეგობარი სახლში მივედით, ჩემი მეუღლე და შვილი დიდი სიხარულით შეხვდნენ მას. ახალი ოჯახის წევრი დაბანეს, დავარცხნეს. ამის შემდეგ შედარებით კარგად გამოიყურებოდა, თუმცა ეტყობოდა, რომ ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა. ამ დღის შემდეგ, ის ჩვენი ოჯახის წევრი გახდა, ჩემმა გოგონამ ძაღლს რუსტერ კოპურნი დაარქვა.

მეორე დღესვე წავიყვანე ვეტერინართან. გამოკვლევების შემდეგ ვეტერინარმა თქვა, რომ ძაღლი დაახლოებით 8-10 წლის იქნებოდა.

რუსტერს დაუსვეს დიაგონოზი:

ზრდაში ჩამორჩენა;
გადატანილი თავის ტრავმა;
თირკმლის უკმარისობა;
სიყრუე.

ასაკის გამო, რუსტერის მკურნალობა ძალიან რთული იყო, თუმცა მე და ჩემმა ოჯახმა მას დიდი სითბო და სიყვარული ვაჩუქეთ. ჩემს გოგონას ის ძალიან შეუყვარდა და სულ ერთად თამაშობდნენ.

Zooclub

ჩვენი ოჯახის ოთხფეხა ბინადარს ძალიან უყვარდა კოვზიდან საკვების მიღება და ჩემი მეუღლეც ათამამებდა.

Zooclub

როცა ჩემი გოგონა მასთან ერთად თოვლში თამაშობდა, რუსტერი ამ დროს ძალიან ბედნიერი იყო.

Zooclub

მე და ჩემი მეუღლე ზოომაღაზიებში ტანსაცმელს ისე ურჩევდით, თითქოს საკუთარი ბავშვისთვის ვყიდულობდით. რუსტერსაც ძალიან უხაროდა ახალი სამოსის მორგება.

Zooclub

ჩემს პატარა მეგობართან ერთად ბანქოს ვთამაშობდი და ის ამ დროს დიდი ინტერესით მაკვირდებოდა.

Zooclub

ყველაზე მეტად მას ძილი უყვარდა. გაეხვეოდა თავის ფერად საბანში, გაყუჩდებოდა და ტკბილად ეძინა.

Zooclub

როცა ვეფერებოდით, პასუხად თვალის ჩაკვრაც იცოდა.

Zooclub

ჩვენთან ყოფნის ერთი წლის თავზე რუსტერი ავად გახდა.

Zooclub

2014 წლის 2 ივნისს თავზე ვედექი ჩემს პატარა მომაკვდავ ბინადარს და ვფიქრობდი, როგორი ძლიერი და სიცოცხლის მოყვარე იყო ეს ძაღლი. მიუხედავად ამდენი დაავადებისა, რამდენს გაუძლო. ერთი რამ მამშვიდებდა, რომ ის ბედნიერი მიდიოდა ამ ქვეყნიდან, მან იცოდა, რომ მთელ ოჯახს ძალიან შეგვაყვარა თავი. არასოდეს დაგვავიწყდება ჩვენი საყვარელი ბინადარი და მგონია, რომ მის ადგილს ჩემს გულში სხვა ძაღლი ვერ დაიკავებს, მე ის ძალიან მიყვარდა!"

ტეგები
rusudani
ბედნიერი რუსტერი და ტან ცჰკვიანიც.
Khatia
ასეთი ადამიანები რატომ არინ ასე ცოტა? (((
remediosi
კარგი ადამიანი ბრძანდებით თქვენ! გული ამიჩუყდა:((( მართლა ძალიან საყვარელი ძაღლია და როგორი კეთილი თვალები აქვს
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?