პატრონმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ძაღლი მანქანიდან ჩამოსვა და ქუჩაში მიატოვა (ემოციური ვიდეო)
ემოციური ვიდეო ბრაზილიის ერთ-ერთ ქალაქში სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა: გზის პირას ავტომობილი გაჩერდა, საიდანაც ქალი გადმოვიდა. მან გააღო მანქანის უკანა კარი და ორი ძაღლი გამოუშვა. რაც შემდეგ წამებში ხდება, ყველაზე გულგრილ ადამიანსაც კი გააბრაზებს.

კადრებში ჩანს, რომ სალონიდან პირველი დიდი შავი ძაღლი გადმოდის, ხოლო მის უკან მოყვება პატარა თეთრი ძაღლი, რომელსაც წინა თათები არ აქვს. ძაღლების პატრონი შავ შინაურ ცხოველს მანქანაში აბრუნებს, ხოლო შეზღუდული შესაძლებლობების ძაღლს ქუჩაში ტოვებს. საცოდავი ცხოველი ავტომობილისკენ იწევს, ხოლო ქალი მას არ უშვებს. ის ვერ ხვდება, თუ რატომ არ
შეიძლება პატრონთან ერთად მანქანაში დაბრუნება და მასთან მიახლოებას ცდილობს.

საბოლოოდ, ქალი ჯდება ავტომობილში და ტერიტორიას
ტოვებს.

Zooclub

როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, მიტოვებულ ძაღლს ტინტინს ეძახიან. ინციდენტი იმ ოფისთან მოხდა, სადაც ამ ქალის ქმარი მუშაობს. რამდენიმე წუთის შემდეგ მამაკაცმა ტინტინი წაიყვანა, მაგრამ არა სახლში, არამედ ცხოველთა თავშესაფარში.

ადგილობრივი ცხოველთა დაცვის წარმომადგენლის, ანდერსონ რიბეიროს თქმით, მამაკაცი ძაღლთან ერთად თავშესაფარში მივიდა და ირწმუნებოდა, რომ მაწანწალა ცხოველი ქუჩაში შემთხვევით იპოვა. ძაღლს საბელი ეკეთა, რაც მიანიშნებდა, რომ უპატრონო არ იყო.

რიბეირომ მამაკაცს არ დაუჯერა და გადაწყვიტა ცხოველის მიმართ სასტიკი ქმედების შესახებ პოლიციისთვის ეცნობებინა. სამართალდამცველებმა მალევე იპოვეს ტინტინის პატრონები, რომლებმაც აღიარეს, რომ მათ ცხოველი ერთი დღის განმავლობაში ორჯერ მიატოვეს - პირველად გადმოაგდეს მანქანიდან, ხოლო მეორედ უპატრონო ძაღლის სტატუსით თავშესაფარში მიიყვანეს.

Zooclub

მას შემდეგ, რაც ეს ისტორია საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, ტინტინის ბედით არაერთი ადამიანი დაინტერესდა. 20-ზე მეტმა ოჯახმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ძაღლის აყვანის სურვილი გამოთქვა.

ადგილობრივი სამართალდამცველები იძიებენ ცხოველის მიმართ სასტიკად მოპყრობის ფაქტს, რის შედეგადაც ტინტინის პატრონებს ჯარიმა ან სამი თვიდან ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

წყარო: dailymail.co.uk

ასევე იხილეთ:

ძაღლი მიხვდა, რომ პატრონმა თავშესაფარში მიატოვა და გულმოკლული ტირის

მამაკაცმა თავისი ძაღლი ქუჩაში მიატოვა. ოთხფეხა არსება მთელი ძალით მისდევდა მის მანქანას

ძაღლი კუთხეში დაჯდა და თავი დახარა, როდესაც პატრონებმა ის თავშესაფარში დატოვეს
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?