მამაკაცმა თავისი ძაღლი ქუჩაში მიატოვა. ოთხფეხა არსება მთელი ძალით მისდევდა მის მანქანას (ემოციური ვიდეო)
დიდ ბრიტანეთში, ქუჩის სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა სულისშემძვრელი წუთები - შუა ღამეს, მამაკაცმა ძაღლი ქუჩაში თავის საწოლთან ერთად მიატოვა. მას შემდეგ, რაც მანქანაში ჩაჯდა და წავიდა, საცოდავი ძაღლი ცდილობდა ავტომობილს დასწეოდა და ფანჯრიდან სალონში ჩამხტარიყო. ცხოველი ვერ იგებდა, თუ რა ხდებოდა მის თავს.

საბედნიეროდ, რამდენიმე წუთის შემდეგ, შუა გზაზე, თავის საწოლში მწოლიარე ძაღლი, შემთხვევითმა გამვლელმა შეამჩნია. მამაკაცმა ცხოველი უახლოეს ვეტერინარულ კლინიკაში წაიყვანა. ვეტექიმი ცხოველთა დაცვის სამეფო საზოგადოებას დაუკავშირდა (RSPCA). მათ ძაღლი თავშესაფარში გადაიყვანეს. ინსპექტორი ნატალია პეჰოვსკაია შინაური ცხოველის პატრონის ძებნას შეუდგა.

"ეს ვიდეო უნდა
ნახოთ, რომ დაიჯეროთ, თუ რა საშინელ მდგომარეობაშია ძაღლი. გაუსაძლისია იმის ხილვა, თუ როგორ ცდილობს ცხოველი
მოძრავი მანქანის ფანჯარაში ახტომას. ვერ ვიგებ, როგორ შეუძლია ადამიანს მსგავსი ქმედება ჩაიდინოს - თავიდან მოიშორო ძაღლი ასეთი სასტიკი მეთოდით, ამასთანავე, შობის პერიოდში. მადლობელი ვარ იმ ადამიანის, რომელმაც ძაღლი დაინახა და სპეციალისტთან მიიყვანა", - ამბობს RSPCA-ის ინსპექტორი.

ამჟამად, სტაფორდშირული ტერიერი​ ჯიშის ძაღლი, სახელად სნუპი, თავშესაფარშია.

Zooclub

ვეტერინარების ვარაუდით, სნუპი დაახლოებით 2 წლისაა. ასევე, სკანირება გაუკეთეს მის მიკრო ჩიპს და იპოვეს მისი ორი პატრონი, თუმცა, ორივე მათგანთან ძაღლი წლების წინ ცხოვრობდა, ხოლო ამჟამინდელი პატრონის შესახებ, ცნობილი არაფერია.

"სნუპი ძალიან მეგობრული, საყვარელი ხვადია. დღეს ის კერძო თავშესაფარში ბინადრობს, სადაც ყველა საჭირო დახმარება აქვს. მე ისევ გავაგრძელებ მისი პატრონის ძებნას", - ამბობს ნატალია.

წყარო: dailymail

ასევე იხილეთ:

პატრონმა მაკე ძაღლი ტყეში წაიყვანა, ხესთან მიაბა და მიატოვა

ძაღლი თავდაუზოგავად მისდევს პატრონებს, რომლებმაც შუა გზაზე მიატოვეს

ძაღლი მიხვდა, რომ პატრონმა თავშესაფარში მიატოვა და გულმოკლული ტირის
საზრიანი მოქალაქე
არ შეიძლება ხალხნო ქუჩაში ასე მიტოვება ძაღლების,საშიშია...თუ არ გინდა მოკალი და გადააგდე!.
ტოტო
ძაღლი არის უერთგულესი ,უანგარო მეგობარი.თუ ძაღლის მიტოვება შეგიძლიათ, მაშინ ყველას მიატოვებთ.
emigrants
პატივცემულო, არ იცით, რომელ საიტზე კითხულობთ მოცემულ სტატიას?
ემიგრანტი
რა ტქმა უნდა საცოდაობაა ყველა სულიერის უპატრონოდ მიტოვება მაგრამ ეხლა როცა მსოფლიოს მასშტაბით არეულია ყველას ცხოვრება და დედის ტვალწინ ბავშვები კვდებიან ზოგი წყალში იხრჩობა და ზოგი გზაში ძაღლზე ამხელა სტატიის დაწერა დიდი ვერაფერია.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?