გმირმა ძაღლმა საკუთარი სიცოცხლის ფასად პატრონები ხანძრისგან გადაარჩინა
გმირმა ძაღლმა საკუთარი სიცოცხლის ფასად პატრონები ხანძრისგან გადაარჩინა
ქალაქ ბრადენტონში (აშშ) საცხოვრებელ სახლს ხანძარი გაუჩნდა. სახანძრო სიგნალიზაციამ რამდენიმე დაბალი ხმის გამოცემა მოასწრო და დაიწვა. ბალტერების ოჯახი ძაღლმა გადაარჩინა, თუმცა საკუთარი სიცოცხლის ფასად.

ღამის ორ საათზე ბალტერების ოჯახს მშვიდად ეძინა, როდესაც ხანძარი გაჩნდა. პატრონის თქმით, სახანძრო სიგნალიზაციამ რამდენიმე დაბალი ხმა გამოსცა, რის შემდეგაც ის ხანძარმა გაანადგურა. ამ დროს ოჯახში ყველას ეძინა ძაღლის გარდა. ჯეკ-რასელ ტერიერის ჯიშის ძაღლმა, სახელად ზიპიმ, ოთახებში სირბილი და ყეფა დაიწყო, რათა პატრონები გაეღვიძებინა.

Zooclub

მამაცმა ზიპიმ ცეცხლში გაიარა, რომ პატრონის ოთახამდე მიეღწია. მისი დამსახურებით, ოჯახის ყველა წევრი ცეცხლმოკიდებული
სახლიდან უვნებელი გამოვიდა, თუმცა, სახლის პატრონმა ლერი ბალტერიმ მოგვიანებით გააცნობიერა, რომ ზიპი შენობაში დარჩა. ის
ძაღლის გადასარჩენად სახლში დაბრუნებას ცდილობდა, მაგრამ ცეცხლი მთლიან შენობას ეკიდა და მამაკაცს ლოდინის მეტი არაფერი დარჩენოდა. როდესაც მეხანძრეებმა ცეცხლი ჩააქრეს, ზიპი სახლში მკვდარი იპოვეს - ის კვამლისგან გაგუდულიყო. გმირმა ძაღლმა საკუთარი სიცოცხლე გაწირა, თუმცა, პატრონები გადაარჩინა.

Zooclub

მოგვიანებით, სახანძრო სამსახურის წარმომადგენელმა ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, რომ ხანძარი სახლის სარდაფში გაჩნდა, თუმცა, ზუსტი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.

"სასტუმრო ოთახის იატაკს ცეცხლი ეკიდა. ზომით პატარა ზიპი ვერ შეძლებდა სახლიდან გამოქცევას. ჩვენ ის სამი წლის წინ ცხოველთა თავშესაფრიდან ავიყვანეთ. ოდესღაც ზიპი ჩვენ გადავარჩინეთ, ხოლო ახლა მან გადაგვარჩინა - სამწუხაროდ, საკუთარი სიცოცხლის ფასად, "- ამბობს ძაღლის პატრონი.

წყარო: boredpanda.com

ასევე იხილეთ:

პიტბულმა მეზობლები ყეფით შეაწუხა, რათა პატრონები და სახლი გადაერჩინა

უპატრონო ძაღლმა ხანძრის დროს 8 ადამიანი გადაარჩინა

ბიჭი ავტოავარიაში მოყვა, რის შემდეგაც მანქანიდან ვერ გადმოდიოდა, მის დასახმარებლად ერთგული ძაღლი მივიდა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?