ბიჭი ავტოავარიაში მოყვა, რის შემდეგაც მანქანიდან ვერ გადმოდიოდა, მის დასახმარებლად ერთგული ძაღლი მივიდა
ბიჭი ავტოავარიაში მოყვა, რის შემდეგაც მანქანიდან ვერ გადმოდიოდა, მის დასახმარებლად ერთგული ძაღლი მივიდა
სიყვარული, რომელსაც ჩვენს შინაურ ცხოველებს ვჩუქნით, ხშირად ათმაგად გვიბრუნდება. აშშ-ში მცხოვრებმა ისაია ლენოტმა ეს საკუთარ თავზე გამოსცადა.

ბიჭი დიდ დროს ატარებდა ოჯახის ძაღლთან - აფინასთან ერთად, მას შემდეგ, რაც მისმა დამ კოლეჯში სიარული დაიწყო. ისინი განუყრელები გახდნენ და მათმა მეგობრობამ სერიოზული გამოცდა გაიარა, - წერს გამოცემა "Thedodo".

ისარგებლა რა კარგი ამინდით, ისაიამ სათევზაოდ წასვლა გადაწყვიტა და, რა თქმა უნდა, აფინაც თან წაიყვანა. მათ სასიამოვნო დღე გაატარეს, მაგრამ ავტომობილით უკან დაბრუნებისას ისაიამ თავი ცუდად იგრძნო. მან გონება დაკარგა, რის შედეგადაც ხეს დაეჯახა.

როდესაც
ისაია გონს მოვიდა, დაინახა, რომ მანქანა ნახევრად წყალში იყო, ხოლო უსაფრთხოების ბალიშებიდან კვამლი გამოდიოდა. ბიჭს
შეეშინდა, რომ მანქანას ცეცხლი გაუჩნდებოდა და შეეცადა, სამშვიდობოს სწრაფად გამოსულიყო, თუმცა, მოტეხილობისა და სხვა დაზიანებების გამო, მას მოძრაობა უჭირდა. ისაიას დასახმარებლად ერთგული ძაღლი მივიდა. ცხოველმა ავტომობილიდან გამოძრომა შეძლო, თუმცა, მიუხედავად ძლიერი შიშისა, მან პატრონი არ მიატოვა და მის მანქანიდან გამოყვანას ცდილობდა. საბოლოოდ, ძაღლმა პატრონს კბილებით ქეჩოში ჩაავლო და სამშვიდობოს გამოიყვანა.

"აფინამ მანქანიდან გამოძრომა შეძლო. ისიც ჩემსავით შეშინებული იყო და უნდოდა, მალე გაქცეულიყო ავტომობილისგან მოშორებით, მაგრამ არ დამტოვა, ჩემს გვერდით ტრიალებდა და მანქანიდან გადმოსვლაში დამეხმარა", - ამბობს ისაია.

როდესაც ბიჭის მშობლები შემთხვევის ადგილზე მივიდნენ, ისაიას დედამ გაყინული ძაღლი თავის მანქანაში ჩასვა, მაგრამ შინაური ცხოველი ისე ნერვიულობდა დაშავებულ პატრონზე, რომ ის ავტომობილიდან გადმოიყვანეს. აფინა იმ დრომდე არ შორდებოდა ისაიას, სანამ ეს უკანასკნელი სასწრაფომ არ წაიყვანა.

Zooclub

საბედნიეროდ, ბიჭს მძიმე დაზიანებები არ აღმოაჩნდა და რამდენიმე დღის შემდეგ, კლინიკიდან გაწერეს. ოთხფეხა მეგობარი სახლში დაბრუნებულ ისაიას სიხარულით მიეგება.

ასევე იხილეთ:

სამხედრომ ომში ლეკვი გადაარჩინა, შემდეგ კი ცხოველმა მისი სიცოცხლე იხსნა

ერთგულმა ძაღლმა მომაკვდავი პატრონი არ მიატოვა და სასწრაფო დახმარების მანქანა მასთან მიიყვანა

უპატრონო ძაღლმა ხანძრის დროს 8 ადამიანი გადაარჩინა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?