უპატრონო ძაღლმა ხანძრის დროს 8 ადამიანი გადაარჩინა (+ვიდეო)
მოსკოვის ოლქში მოხალისეები უპატრონო ძაღლის გადარჩენას ცდილობენ. ცხოველმა ძლიერი დამწვრობები მიიღო, როდესაც ადამიანების გადარჩენას ცდილობდა.

ღამე, კრასნოარმეისკის ოლქში ორსართულიან სახლს ცეცხლი გაუჩნდა. ძაღლმა, სახელად მარფამ, ადამიანები ყეფით გააღვიძა. ცხოველმა მოსახლეობა კვამლიანი სახლიდან გამოიყვანა.

თავიდან ძაღლმა ცეცხლმოკიდებული სახლიდან ადამიანების ნაწილი გამოიყვანა, ხოლო მეორედ შესვლისას, მან კიდევ რამდენიმე ადამიანი გადაარჩინა, რის შემდეგაც უკვალოდ გაქრა.

მარფა მოგვიანებით დაფერფლილ სახლში აღმოაჩინეს, მას ფეხის დადგმა უჭირდა, რადგან თათები და ზურგი ძლიერად დამწვარი ჰქონდა. 

ძაღლი ვეტერინარულ კლინიკაში გადაიყვანეს. წინ დიდი მკურნალობა ელის, მას მედიკამენტები და სამედიცინო მომსახურება
სჭირდება. მოხალისეები მზად არიან, ცხოველთა მოყვარულებისგან ყველანაირი დახმარება მიიღონ, რათა გმირი ძაღლი სრულად გამოჯანმრთელდეს.

ასევე იხილეთ:

ხანძრის დროს მეცხვარე ძაღლმა თავისი ჯოგი გადაარჩინა იმ დროს, როცა პატრონმა მათი შველა ვერ შეძლო


ეს კნუტი ერთადერთია, რაც 83 წლის მოხუცს დარჩა. მისი სახლი სრულიად დაიწვა

პიტბულმა მეზობლები ყეფით შეაწუხა, რათა პატრონები და სახლი გადაერჩინა




კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?