სამხედრომ ომში ლეკვი გადაარჩინა, შემდეგ კი ცხოველმა მისი სიცოცხლე იხსნა
სამხედრომ ომში ლეკვი გადაარჩინა, შემდეგ კი ცხოველმა მისი სიცოცხლე იხსნა
სამხედრომ დიდი ბრიტანეთიდან, სოციალურ ქსელში, გულისამაჩუყებელი ისტორია გააზიარა. მან სირიის ომის დროს ლეკვი გადაარჩინა. ცხოველთან შეხვედრის შემდეგ, იგი კიდევ დიდხანს დარჩა კონფლიქტის ზონაში, თუმცა, ოთხფეხა მეგობრის პოვნა მის ცხოვრებაში მთავარი სამაშველო ოპერაცია იყო.

შონ ლაიდლი საბოლოოდ შეხვდა ოთხფეხა მეგობარს, სახელად ბარის, რომელიც სირიის კონფლიქტის დროს გადაარჩინა, თუმცა, მოგვიანებით, ძაღლი თავად გახდა შონის გადამრჩენელი.

Zooclub

30 წლის სამხედრო სირიაში გამნაღმველად გაგზავნეს. ერთ-ერთი შენობის აფეთქებისას, მას ნანგრევებიდან ტირილის ხმა მოესმა და იგი ბეტონის ფილაქნებს შორის ჩაძვრა. სწორედ ასე გაიცნო ახალგაზრდა მამაკაცმა ერთი ციდა ლეკვი,
რომელსაც მოგვიანებით ბარი დაარქვა.

Zooclub

მას შემდეგ მეგობრებმა ოთხი ქვეყანა მოიარეს, მათ შორის - ორი საომარი
ზონა. მათ გადალახეს ოთხი ათასი კილომეტრი, რათა კვლავ ერთად ყოფილიყვნენ.

"შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ბარი მე გადავარჩინე, მაგრამ სინამდვილეში მან მე გადამარჩინა", - ამბობს შონი.

Zooclub

სპეცოპერაციების დროს ლეკვი სამხედროსთან ერთად იმყოფებოდა რამდენიმე ქვეყანაში და მეტიც, მას საკუთარი ტყვიაგაუმტარი ჟილეტიც კი აჩუქეს.

"ის ჩემთან ერთად იყო ყოველდღე და მთელი დღე. როდესაც ვიღვიძებდი გვერდიდან არ მშორდებოდა, სადილად ერთად გავდიოდით. ბარი ჩემს გვერდით იყო, როდესაც ქალაქ რაკაში მივდიოდით. ასეთი კომპანიონი, ერთ-ერთი კარგი საშუალებაა, რომ გაუმკლავდე პოსტ-ტრავმულ სინდრომს. ძაღლი ყოველთვის გაბედნიერებს."

Zooclub

"ვერ წარმოიდგენთ, რამდენად საშინელი სიტუაციაა სირიაში. ჩვეულებრივ ბრუნდები ბანაკში და ხარ შენს ფიქრებთან მარტო, თუმცა, როცა დაბრუნებულს ძაღლი სასეირნოდ მიგყავს და გრძნობ მის გვერდით ყოფნას, ეს გეხმარება ყურადღების გადატანასა და ჯანმრთელი ფსიქიკის შენარჩუნებაში", - ამბობს სამხედრო.

Zooclub

დიდი შანსი იყო, რომ შონი და ბარი სამუდამოდ დაშორებოდნენ ერთმანეთს. სამხედრო დანაყოფი საომარი ზონიდან გაიწვიეს და უდავოა, ახალგაზრდა მამაკაცს ძაღლის წაყვანის უფლებას არავინ მისცემდა. ამიტომ, ის სასწრაფოდ დაუკავშირდა ერაყის საქველმოქმედო ორგანიზაციას, რომელიც საომარ ზონაში უპატრონო ცხოველებს ეხმარება.

შონმა ოთხფეხა მეგობარი ერაყში გადაიყვანა და თავშესაფარში დატოვა, ხოლო თავად სახლში დაბრუნდა.

Zooclub

"დამშვიდობება ძალიან რთული იყო.  შეხვედრის დღიდან ერთმანეთს არასოდეს დავშორებივართ, თუმცა, წავედი იმ იმედით, რომ ბარის რამდენიმე კვირაში კვლავ შევხვდებოდი."

გავიდა თვეები და ლეკვი გაიზარდა. სამხედროს თქმით, მას ეშინოდა, რომ ამდენი ხნის შემდეგ ბარი მას ვეღარ იცნობდა.

"არაერთი მცდელობის მიუხედავად, ცხოველისთვის საბუთებს არ მაძლევდნენ, რათა ის დიდ ბრიტანეთში გადმომეყვანა, ამიტომ იორდანიაში დასაბრუნებლად ვემზადებოდი", - ამბობს შონი.

Zooclub

სანამ ახალგაზრდა მამაკაცი იორდანიაში წასასვლელად ემზადებოდა, დასახმარებლად ორგანიზაცია "ომის თათები" ჩაერთო. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა გააკეთეს ყველაფერი იმისათვის, რომ ბარი საფრანგეთში გადაეყვანათ. შედეგად, შონი ძაღლთან შესახვედრად პარიზში ჩავიდა.

Zooclub

"ეს იყო სიურეალისტური შეგრძნება. ვერ ვიჯერებდი, რომ ამდენი ადამიანი გაერთიანდა. ისინი ყველანაირად გვეხმარებოდნენ, რომ მე და ბარი კვლავ ერთად ვყოფილიყავით".

შეხვედრისას აღმოჩნდა, რომ შონი ამაოდ ნერვიულობდა - მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე თვე გავიდა და პატარა ბარი ზრდასრული ძაღლი გახდა, ცხოველმა საყვარელი ადამიანი პირველივე წამებზე იცნო.

Zooclub

"ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი საუკეთესო წუთები იყო აეროპორტში ბარისთან შეხვედრა. არასოდეს ვყოფილვარ ასეთი ბედნიერი. ყველას თავისი ცხოვრება აქვს, ჩემი მშობლები და მეგობარი გოგონა მთელი დღე სამსახურში არიან. როდესაც სახლში დავბრუნდები, ძაღლი ყოველთვის კართან დამელოდება და ის მარტო არასოდეს დამტოვებს", - ამბობს შონი.

ასევე იხილეთ:

ავღანეთში დაღუპული მეგობრები ერთად დაკრძალეს

ომში ნაპოვნი ლეკვი სამხედრომ თავის ქვეყანაში წაიყვანა

ომში დაჭრილ ჯარისკაცს არ ჰქონდა იმედი, რომ თავის ლეკვს, რომელსაც ზურგჩანთით ატარებდა, ისევ შეხვდებოდა

სამხედრო ძაღლი კლინიკაში დაჭრილ ჯარისკაცს არ ტოვებს

სირიაში სამხედრო ძაღლმა ბრიტანელი ჯარისკაცები ჯიჰადისტებისგან დაიცვა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?