ერთგულმა ძაღლმა მომაკვდავი პატრონი არ მიატოვა და სასწრაფო დახმარების მანქანა მასთან მიიყვანა (ემოციური ვიდეო)
ძაღლების ერთგულებაზე წერენ წიგნებს და იღებენ ფილმებს. ეს ოქროსფერი რეტრივერიც ადგილობრივი გმირი გახდა მას შემდეგ, რაც თავისი პატრონი გადაარჩინა.

ჩინეთის ქალაქ იუნჩენში სასწრაფო დახმარების მანქანა ერთ-ერთ ქუჩაზე გამოიძახეს - გამვლელებმა შენიშნეს მიწაზე უგონოდ დავარდნილი ადამიანი, რომელსაც პირიდან ქაფი სდიოდა.

"როდესაც ექიმები შემთხვევის ადგილს მიუახლოვდნენ, მათ ძაღლი მიეგება. ცხოველი ნერვიულად აქეთ-იქით იყურებოდა და თითქოს სასწრაფო მანქანას ანიშნებდა, მას გაჰყოლოდა. რეტრივერი რამდენჯერმე გაიქცა, ხოლო შემდეგ ბრუნდებოდა, რათა ექიმებისთვის გზა ეჩვენებინა", - წერს გამოცემა "Daily Mail"-ი.

ემოციური კადრები სათვალთვალო კამერამ აღბეჭდა.

"ძაღლი სწრაფად გაიქცა მას
შემდეგ, რაც მიხვდა, რომ მას მივყვებოდით", - იხსენებს ექიმი.

Zooclub

საბოლოოდ, სასწრაფო შემთხვევის ადგილამდე მივიდა და
ყოველივე მზრუნველი ძაღლის დამსახურებაა. დაზარალებული გადაიყვანეს კლინიკაში, სადაც გაირკვა, რომ მამაკაცს ალკოჰოლური მოწამვლა აღენიშნებოდა.

მას შემდეგ ოთხფეხა არსება ადგილობრივი გმირი გახდა და მას მფარველ ანგელოზს უწოდებენ. ექიმები ძაღლის საქციელით გაოცებულნი იყვნენ და ვერ ხსნიდნენ, თუ როგორ იცნო ცხოველმა სასწრაფო დახმარების მანქანა, რომელიც მისი პატრონის დასახმარებლად მიდიოდა.

ასევე იხილეთ:

ერთგული ძაღლი ქუჩაში უგონოდ დავარდნილი პატრონის დაცვას ცდილობს

"ის მზად იყო, ჩემ გამო მომკვდარიყო!" - ძაღლმა პატრონი 3 დამნაშავისგან დაიცვა

პიტბულმა თავისი ოჯახი სიკვდილისგან იხსნა
el
პიტბულია :))))) დააკვირდი კარგად ოქროსფერი რეტრივერია
იო
ეს ლაბრადორი კი არა სპანიელია
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?