ლეკვის გადასარჩენად, დედა ძაღლი ადამიანებს დახმარებას სთხოვდა (ემოციური ვიდეო)
რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა დედა ძაღლის ფოტო ლეკვთან ერთად, რომელიც ადამიანებს დახმარებას სთხოვდა. თუმცა, ცოტამ თუ იცის ამბავი, რომელიც ამ კადრებზეა ასახული.

ზოგჯერ ჩვენს ოთხფეხა მეგობრებს არ შესწევთ ძალა, საკუთარ თავს გასაჭირში დაეხმარონ. ინდოეთის ერთ-ერთ ქალაქში გამვლელებმა შენიშნეს ძაღლი, რომელიც ქუჩაში იდგა და ყმუოდა, რათა ადამიანების ყურადღება მიექცია. მათ ძაღლის გვერდით დაინახეს ლეკვი. პატარას ჭრილობა აღენიშნებოდა და აუცილებლად სჭირდებოდა დახმარება. ერთ-ერთი თვითმხილველი ცხოველთა გადარჩენის ცენტრს დაუკავშირდა და სულ მალე მითითებულ მისამართზე მოხალისეები მივიდნენ.

დედა ძაღლი ძალიან განიცდიდა, თუმცა, ცხოველთა
დამხმარეს ლეკვთან მიახლოების უფლება მისცა. მან პატარა არსება ადგილზე შეამოწმა, ხოლო შემდეგ ცენტრში გადაიყვანა.

ლეკვი
რამდენიმე კვირაში გამოჯანმრთელდა, მან თამაში დაიწყო და საკვებსაც მიირთმევდა.

როდესაც მომვლელები მიხვდნენ, რომ პატარა ცხოველს ადამიანების დახმარება აღარ სჭირდებოდა, ის დედასთან მიიყვანეს. ეს უკანასკნელი სიხარულით შეხვდა თავის ნაშიერს... აქ სიტყვები ზედმეტია, იხილეთ ვიდეო.

ასევე იხილეთ:

უდედოდ დარჩენილი ლეკვები ტიროდნენ... ძაღლმა თავისი გალია გატეხა და მათ გისოსებს მიუახლოვდა

დედა ძაღლი არ ენდო ადამიანებს, სანამ მას თავისი ლეკვები არ დაუბრუნეს

ძაღლმა მოტეხილი თათით 3 კილომეტრი გაიარა, რათა ვეტერინარი თავის ლეკვებთან მიეყვანა
კ ო მ ბ ლ ე
ძაღლი მართლა ადამიანის მეგობარია, ადამიანი კი, ხუი ევო ზნაეტ!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?