ძაღლმა მოტეხილი თათით 3 კილომეტრი გაიარა, რათა ვეტერინარი თავის ლეკვებთან მიეყვანა
ძაღლმა მოტეხილი თათით 3 კილომეტრი გაიარა, რათა ვეტერინარი თავის ლეკვებთან მიეყვანა
როდესაც ლიანა პაუელმა ქუჩაში იპოვა თათმოტეხილი ძაღლი, რომელიც  ვეტერინართან მიიყვანა, ვერ წარმოიდგენდა, რომ ეს ისტორიის დასაწყისი იქნებოდა. ცხოველი შფოთავდა და წკმუტუნებდა იქამდე, სანამ ვეტ-ექიმმა საბმელი არ გაუკეთა და უკან  არ გაჰყვა. მან სამი კილომეტრი იარა და საბოლოოდ ექიმი მიიყვანა ადგილზე, სადაც ათი პატარა ლეკვი იმალებოდა. ძაღლების ოჯახს ბედმა გაუღიმა.

ესპანეთში მცხოვრებმა ლიანა პაულმა ქუჩაში უპატრონო მწევარის ჯიშის ძაღლი შეამჩნია. ძაღლი გამხდარი და გამოფიტული იყო, ამასთანავე, კოჭლობდა. ქალმა ცხოველი მიიყვანა ვეტერინართან , რომელმაც თათის მოტეხილობა დაუდგინა. როგორც აღმოჩნდა, მას ლეკვები ახალი გაჩენილი ჰყავდა.

Zooclub

ექიმმა მას საბმელი გაუკეთა და თან გაჰყვა.

"უბრალოდ მივყვებოდით მას. ის მიზანმიმართულად მიდიოდა", - ამბობს ვეტერინარი
ელენ სობრი.

Zooclub

ცხოველი კოჭლობდა, თუმცა, 3 კილომეტრი შესვენების გარეშე გაიარა.

მან ელენი მიიყვანა ქალაქის დასასრულს, სატვირთო მანქანების სადგომზე, სადაც ათი ჯანმრთელი და ფუმფულა ლეკვი აღმოჩნდა.

Zooclub

"ვერ ვიჯერებდი. ძაღლი საერთოდ არ მიცნობდა. ჩვენ ერთი საათის წინ შევხვდით, ის  მენდო და მაჩვენა ადგილი, სადაც ლეკვებს მალავდა", - ამბობს ელენ სობრი.

Zooclub

ძაღლს ვეროი დაარქვეს. ის და მისი ახალშობილები საჭირო პროცედურებს ელენის კლინიკაში გაივლიან.

Zooclub

როდესაც ცხოველი გამოჯანმრთელდება, ადგილობრივი ცხოველთა დაცვის ორგანიზაცია ვეროისა და ლეკვებს მზრუნველ ოჯახებში გააჩუქებს.

ასევე იხილეთ:

კატამ ძაღლის ლეკვები მოიპარა და სახლში წაიყვანა,მიზეზი საოცარია

ხვადი კატა მიტოვებულ ლეკვებს თაგვებით კვებავდა

ლეკვმა, რომელიც ნაგავსაყრელზე გადააგდეს, დედა ისევ ნახა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?