ოჯახმა გადაარჩინა ძაღლი, რომელსაც პუმა თავს დაესხა (+ვიდეო)
კოლორადოს შტატის ქალაქ ნედერლენდში, პუმა დასახლებულ ადგილზე შეიპარა და ძაღლს თავს დაესხა. ამის შესახებ წერს გამოცემა "UPI"-ი.  ძაღლის პატრონის თქმით, მტაცებელი პირველად მის შვილმა დაინახა. მან დაიყვირა: "პუმა! აიღეთ სანათები!" მამაკაცი კი ძაღლის საშველად გაიქცა.

ოჯახის წევრები გარეული ცხოველის გაგდებას ყვირილითა და ხმაურით ცდილობდნენ. როდესაც პუმამ თავი ასწია, ძაღლმა მისი კლანჭებიდან თავის დაღწევა და გაქცევა შეძლო.

ვიდეო კადრებში ჩანს, თუ როგორ კოჭლობს ძაღლი სახლში დაბრუნებისას.

პატრონის თქმით, პუმამ ძაღლი დაკაწრა და დაკბინა. შინაურ ცხოველს რამდენიმე ჭრილობა აღენიშნებოდა, თუმცა, არც ერთი
მათგანი სიცოცხლისთვის საშიშროებას არ წარმოადგენდა.

პუმა კატისებრთა ოჯახის ერთ-ერთი დიდი წარმომადგენელია. ეს მტაცებელი სიდიდით მხოლოდ
ვეფხვს, ლომსა და იაგუარს ჩამორჩება. 1890-დან  2004 წლამდე ადამიანზე პუმის თავდასხმის 88 შემთხვევა დაფიქსირდა.

ასევე იხილეთ:

რა ხდება, როდესაც ქორწილში სტუმრად ვეფხვი მოდის...

საკუთარი ნაშიერის გადასარჩენად დედა სპილო ლომს გაეკიდა

ავსტრალიაში კენგურუმ მონადირე ნოკაუტში ჩააგდო…


კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?