დამნაშავის მიერ დაჭრილი პოლიციის ძაღლის გადარჩენა მეგობრისგან გადასხმული სისხლით მოხერხდა
დამნაშავის მიერ დაჭრილი პოლიციის ძაღლის გადარჩენა მეგობრისგან გადასხმული სისხლით მოხერხდა
ახალი ზელანდიის პოლიციის რიგებში მომსახურე 4 წლის ძაღლმა კოსმომ დაზიანება  დამნაშავის დაჭერის დროს მიიღო. დამნაშავემ ცხოველს 4 სანტიმეტრის სიღრმის ჭრილობა კისერზე მიაყენა, რაც  მცირედით ასცდა საძილე არტერიას.

ოთხფეხა სამართალდამცველი სამუშაოს შესრულების დროს დაზარალდა. ის თავის მეწყვილესთან, კრეიგ მურთან ერთად ქალაქ კაიპონში, ოჯახური ძალადობის ფაქტზე, გამოძახებაზე წავიდა.

Zooclub

პოლიცილი მეწყვილის თქმით, კოსმო ბოროტმოქმედს მისდევდა, რის შემდეგაც დამნაშავე ძაღლს თავს დაესხა და დაჭრა. კრეიგ მურიმ ძაღლი ნახევარი საათის შემდეგ ბალახებში იპოვა. ცხოველი სისხლისგან იცლებოდა.

"კოსმომ რამდენჯერმე გადამარჩინა და მე სათანადო მადლობასაც ვერ ვუხდი იმის
გამო, რაც მან გუშინ გააკეთა", - ამბობს ძაღლის მეწყვილე.

Zooclub

შემთხვევის ადგილზე ვერტმფრენი მიფრინდა და ცხოველი
ვეტერინარულ კლინიკაში გადაიყვანეს. ძაღლმა ბევრი სისხლი დაკარგა და მას დონორი დასჭირდა. მის დასახმარებლად მეგობარი და კოლეგა, კიდევ ერთი ძაღლი პოლიციის რიგებიდან, სახელად ოზი მივიდა. სწორედ მისი წყალობით გადარჩა ოთხფეხა არსება.

Zooclub

კოსმო დღითიდღე უკეთ ხდება, ხოლო  29 წლის დამნაშავე ჯოშუა ლუკ კუპერს ბრალი ედება პოლიციის კუთვნილი ძაღლის გამიზნულ დაჭრაში, ლეგიტიმური უფლებამოსილებისა და დასაბუთების გარეშე.

ასევე იხილეთ:

გერმანული ნაგაზი 16 წლის პატრონს მძარცველებისგან იცავდა... მას სამჯერ ესროლეს

პოლიციელებმა თავისი მეგობარი უკანასკნელ გზაზე გააცილეს..

პოლიციელმა ძაღლმა მძიმე ჭრილობები მიიღო, როდესაც საკუთარ მეწყვილეს იცავდა


კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?