დედა ძაღლი არ ენდო ადამიანებს, სანამ მას თავისი ლეკვები არ დაუბრუნეს… (+ვიდეო)
დედა ძაღლი არ ენდო ადამიანებს, სანამ მას თავისი ლეკვები არ დაუბრუნეს… (+ვიდეო)
ცხოველები ხშირად საჭიროებენ ადამიანის დახმარებას, ხანდახან ადამიანზეა დამოიდებული მათი სიცოცხლე.

ცოტა ხნის წინ ორი საწყალი შეშინებული ძაღლი ნოვატოში, ცხოველთა თავშესაფარში (Marin Humane Society) მიიყვანეს. ძაღლების გასინჯვისას ვეტერინარებმა გაარკვიეს, რომ ერთ-ერთს სულ ცოტა ხნის წინ ლეკვები ყავდა გაჩენილი. რამოდენიმე სამძებრო სამუშაოს შემდეგ, თავშესაფრის თანამშრომლებმა შეძლეს მიტოვებული ძაღლის ყოფილი პატრონისა და მისი ოთხი ლეკვის პოვნა. როგორც გაირკვა, პატარები არა მარტო დააშორეს დედას, არამედ სიცოცხლისთვის საშიშ პირობებში ამყოფეს.

ძაღლი, რომელიც მანამდე უარს ამბობდა ჭამაზე და კუთხეში მობუზული იჯდა, სრულიად შეიცვალა, როდესაც თავისი ლეკვები
დაინახა. შეხვედრის ამ მგრძნობიარე მომენტის ყურება ცრემლის გარეშე შეუძლებელია.

იხილეთ ვიდეო
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?