გერმანული ნაგაზი, რომელიც პატრონს თავდამსხმელისგან იცავდა, სიკვდილს სასწაულად გადაურჩა
გერმანული ნაგაზი, რომელიც პატრონს თავდამსხმელისგან იცავდა, სიკვდილს სასწაულად გადაურჩა
ძაღლი არა მხოლოდ ადამიანის მეგობარი, არამედ მისი ერთგული მცველია. ეს გერმანულმა ნაგაზმა დიუკმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა. ძაღლი გაბედულად მივარდა მძარცველს, რომელიც მის პატრონს თავს დაესხა და მზად იყო, საკუთარი სიცოცხლე გაეწირა საყვარელი ადამიანის გადასარჩენად. ცხოველი სიკვდილს სასწაულად გადაურჩა.

Zooclub

40 წლის ჯინო ვენცელი და მისი ძაღლი - გერმანული ნაგაზი დიუკი სამხრეთ აფრიკაში ცხოვრობენ. ერთ დღეს, დიუკისთან სეირნობისას, ჯინომ შეამჩნია მამაკაცი, რომელიც მათკენ დანით მიდიოდა. პატრონი დაიბნა, სანამ მან რეაგირების მოხდენა შეძლო, მის დასაცავად ძაღლი მძარცველის წინ დადგა.

დიუკი ეცა თავდამსხმელს, რომელიც მის პატრონს
მოკვლით ემუქრებოდა.

დამნაშავემ ძაღლს თავში დანა ჩაარჭო, თუმცა, ცხოველი პატრონის დაცვას უკანასკნელი ძალებით ცდილობდა. საბოლოოდ,
მძარცველი გაიქცა, დიუკი მხოლოდ ამის შემდეგ მიწაზე უგონოდ დავარდა.

Zooclub

პატრონმა მომაკვდავი ძაღლი სასწრაფოდ ვეტერინართან წაიყვანა.

ვენცენმა ოთხფეხა მეგობარი მიიყვანა სამხრეთ აფრიკის ცხოველთა დახმარების ცენტრის კლინიკაში, გამოცდილ ვეტერინართან, რომელსაც რამდენიმე ხნის წინ 90 წელი შეუსრულდა.

"დიუკი ჩვენთან პატრონმა უგონო მდგომარეობაში მოიყვანა. ის კრიტიკულ მდგომარეობაში იყო და ვეცადეთ, სწრაფად გვემოქმედა, რათა მისი სიცოცხლე გადაგვერჩინა", - ამბობს კლინიკის ვეტერინარი.

Zooclub

სპეციალისტებმა ძაღლს რენტგენი გადაუღეს, თითოეულ წამს მნიშვნელობა ჰქონდა, დიუკი გონზე მოდიოდა, ხოლო შემდეგ ისევ გონებას კარგავდა. საბოლოოდ, ექიმებმა გადაწყვიტეს, გაერისკათ და დანა მისი თავიდან, რაც შეიძლება სწრაფად ამოეძროთ.

Zooclub

საბედნიეროდ, ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. ძაღლის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრებოდა. დიუკი კლინიკიდან მალე გაწერეს. ამჟამად ის მზრუნველ პატრონთან ერთად  ცხოვრებს და კვლავ მზადაა, საყვარელი ადამიანი დაიცვას.

Zooclub

წყარო: boredpanda

ასევე იხილეთ:

"უპატრონო ძაღლების ატანა არ მქონდა, მაგრამ მათ დაამტკიცეს, რომ სიყვარულის ღირსნი არიან..."

გერმანული ნაგაზი 16 წლის პატრონს მძარცველებისგან იცავდა... მას სამჯერ ესროლეს

დაუძლურებული, გამხდარი ძაღლი ავტოგასამართ სადგურზე მივიდა... თანამშრომლებმა შეიფარეს, ხოლო 2 წლის შემდეგ, ცხოველმა მათ სამაგიერო გადაუხადა


კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?