დაუძლურებული, გამხდარი ძაღლი ავტოგასამართ სადგურზე მივიდა... თანამშრომლებმა შეიფარეს, ხოლო 2 წლის შემდეგ, ცხოველმა მათ სამაგიერო გადაუხადა
დაახლოებით ორი წლის წინ, ავტოგასამართ სადგურზე შიმშილისგან გამოფიტული ძაღლი გამოჩნდა. ეს ამბავი ტამაულიპასის შტატში (მექსიკა) მოხდა. მას შემდეგ, ცხოველი ამავე სადგურზე საკვების საძებნელად ხშირად ჩნდებოდა. მომსახურე პერსონალმა შეშინებულ და მშიერ ძაღლზე თავდაუზოგავად იზრუნეს.

ძაღლს თავიდან ადამიანების შიში ჰქონდა, თუმცა, თანამშრომლებმა მისი ნდობა რამდენიმე დღეში მოიპოვეს.

როდესაც ცხოველი მათ მოუშინაურდა, ის გამოკვებეს, დაბანეს, ხოლო მოგვიანებით, აცრებიც გაუკეთეს. ავტოგასამართი სადგურის მფლობელის - ჰერორდ აგილარის თქმით, მათ პირდაპირი მნიშვნელობით, ძაღლი იშვილეს. მასზე ყველა თანამშრომელი ზრუნავს.

თანამშრომლებმა ახალ "კოლეგას" რენდი დაარქვეს. ცხოველმა ყველას შეაყვარა თავი, მაგრამ
ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მოგვიანებით, ძაღლი მზრუნველ ადამიანებს მადლობას გადაუხდიდა.

გასულ კვირას, ორი შეიარაღებული მძარცველი ავტოგასამართ
სადგურზე შეიჭრა და მორიგეს მოსთხოვა, გაეხსნა ოფისი, სადაც თანხა ინახებოდა. დამნაშავეები თავს დაესხნენ ადამიანს, სწორედ ამ დროს ხმაურზე რენდი გამოჩნდა. ძაღლს დაუპატიჟებელი სტუმრები არ მოეწონა და კიდევ უფრო გაბრაზდა, როდესაც დაინახა, თუ როგორ ექცეოდნენ მის მეგობარს. ერთგული ცხოველი მძარცველებს თავს დაესხა და ტერიტორიიდან გაყარა.
Zooclub
შემთხვევა ოფისის სათვალთვალო კამერამ გადაიღო.

მამაცმა ძაღლმა საკუთარი სიცოცხლე გარისკა, რათა მეგობარი გასაჭირისგან ეხსნა. ამჟამად, რენდის საქციელით მთელი პერსონალი ამაყობს. ვინ იცის, როგორ დასრულდებოდა ყოველივე, რომ არა ერთგული ოთხფეხა არსება?! შესაძლოა, ძაღლმა ამგვარად აჩვენა ადამიანებს საკუთარი მადლიერება იმ სიყვარულისა და სითბოსთვის, რომელსაც თანამშრომლები მას ყოველდღე უზიარებენ.

Zooclub

უსაყვარლესი ძაღლი ავტოგასამართი სადგურის მომხმარებლებსაც ძალიან უყვართ. მაგალითად, ნურია არელანო ავტომობილში საწვავის ჩასასხმელად, სწორედ ამ სადგურს აკითხავს, რათა რენდი მოინახულოს. ადგილზე მისვლისას, გოგონა მას უსიგნალებს, ხოლო რენდი მასთან მირბის და მანქანის ფანჯარასთან ორ თათზე დგება.

წყარო: thedodo

ასევე იხილეთ:

მაშველების მოსვლამდე, ძაღლი პატრონს ხანძრისგან იცავდა

გერმანული ნაგაზი 16 წლის პატრონს მძარცველებისგან იცავდა... მას სამჯერ ესროლეს

"ვერ წარმომიდგენია, რა მომივიდოდა ნეოს გარეშე - მან მე გადამარჩინა...."
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?