ეს ძაღლი წყალმა თითქმის დაფარა... ის გადაარჩინა კეთილმა ადამიანმა, რომელმაც შემდეგ სახლში წაიყვანა (ემოციური ვიდეო)
ტეხასში (აშშ) წყალდიდობის დროს შერიფმა ტროი ნელსმა აღმოაჩინა ძაღლი, რომელსაც წყალი თითქმის ფარავდა. ცხოველი ერთ-ერთი სახლის ეზოში გაუნძრევლად იდგა - დასუსტებული და გამოფიტული სიკვდილის პირას იყო.

"ჩვენ მხოლოდ მის თავს ვხედავდით. მე გადამღებ ჯგუფთან ერთად ვიყავი, რომლებიც წყალდიდობას ვიდეოზე იღებდნენ. მათ ვთხოვე, რომ ძაღლის გამოყვანაში დამხმარებოდნენ", - ამბობს ნელსი.

"რამდენიმე წუთში ნავით ძაღლთან მივცურეთ. ჟურნალისტი არჩერი და კიდევ ერთი ადამიანი წყალში გადახტნენ. ისინი ძაღლის ამოყვანას ცდილობდნენ, თუმცა, უშედეგოდ. სწორედ მას შემდეგ მივხვდით, რომ ცხოველი ჯაჭვით დაბმული იყო", - ამბობს შერიფი.

Zooclub

საბედნიეროდ,
მათ ძაღლის განთავისუფლება შეძლეს. ნელსმა შინაურ ცხოველს, ჟურნალისტის საპატივცემულოდ, არჩერი დაარქვა და ის ჰიუსტონის თავშესაფარში
გადაიყვანა, სადაც ყველა საჭირო პროცედურა ჩაუტარდა. ძაღლს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები არ აღენიშნებოდა.

შემდეგ არჩერი კიდევ ერთხელ გადაარჩინეს:

რამდენიმე დღის შემდეგ, ნელსი ოჯახთან ერთად წავიდა თავშესაფარში, რათა გადარჩენილი ძაღლი მის შვილებს გაეცნოთ.

"როდესაც ბავშვებმა არჩერი ნახეს, ყველამ ერთხმად გადავწყვიტეთ მისი სახლში წამოყვანა. იმ დღიდან ის ჩვენი ოჯახის წევრი გახდა", - ამბობს ნელსი.

Zooclub

მას შემდეგ, რაც ძაღლის ისტორია მედია საშუალებებმა გაავრცელეს, ათასობით ადამიანი აღაშფოთა ცხოველის პატრონმა, რომელმაც ოთხფეხა მეგობარი სასიკვდილოდ დაბმული დატოვა.

მოგვიანებით, ძაღლის პატრონი გამოჩნდა. მან განმარტა, რომ წარმოდგენა არ ჰქონდა, წყალი ამ დონეზე თუ აიწევდა. მისი თქმით, ის ცდილობდა დაბრუნებას, თუმცა, ტერიტორიაზე არ შეუშვეს.

"მან ინტერვიუში განაცხადა, რომ ძაღლის დაბრუნება არ სურს და იმედოვნებს, რომ ის მზრუნველმა ოჯახმა აიყვანა", - ამბობს ნელსი.

Zooclub

არჩერი დღეს ბედნიერია, რადგან ორ ძაღლთან ერთად მოსიყვარულე ოჯახში ცხოვრობს.

ასევე იხილეთ:

ავიაკომპანიამ ქარიშხალ "ჰარვის" დროს ათობით დაზარალებული უპატრონო შინაური ცხოველი გადაარჩინა

წყალდიდობის დროს მიტოვებული ძაღლის გულწრფელი ემოცია მაშველების გამოჩენისას

ქარიშხალ "ფლორენსის" დროს, გმირმა მოხალისემ 6 ძაღლი გალიიდან გამოიყვანა და დახრჩობას გადაარჩინა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?