ავიაკომპანიამ ქარიშხალ "ჰარვის" დროს ათობით დაზარალებული უპატრონო შინაური ცხოველი გადაარჩინა
ავიაკომპანიამ ქარიშხალ "ჰარვის" დროს  ათობით დაზარალებული უპატრონო შინაური ცხოველი გადაარჩინა
ავიაკომპანია Southwest Airlines-მა ტეხასში ქარიშხალ "ჰარვის" დროს სამაშველო ოპერაციის განხორციელება გადაწყვიტა. მათ სტიქიის ზონიდან თავშესაფრის ცხოველები დღემდე გამოყავთ. 

ქარიშხალმა "ჰარვიმ" დიდი ზიანი მიაყენა ტეხასის შტატს. გუბერნატორ გრეგ ებოტის თქმით, ინფრასტრუქტურის აღდგენას 180 მილიარდი დოლარი დასჭირდება. ეს თანხა ბევრად აღემატება 2005 წელს ქარიშხალი "კატრინას" შედეგად მიყენებულ ზარალს.

ქარიშხალ "ჰარვის" დროს დაზარალდა ათი ათასობით ადამიანი. რთულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ ცხოველებიც, რომლებიც ბედის ანაბარა დარჩნენ. კატასტროფული მდგომარეობა იყო ადგილობრივ თავშესაფრებშიც. მეტიც, პერსონალი კატებისა და ძაღლების ევთანაზიას ფიქრობდა, რადგან ცხოველების გადარჩენის შანსი პრაქტიკულად აღარ იყო.

საბედნიეროდ,
ავიაკომპანიამ სპეციალურად რამდენიმე ფრენა შეასრულა საშიშ ზონაში, რათა ცხოველები  სან-დიეგოში (კალიფორნიის შტატი), Helen Woodward Animal
Center-ის თავშესაფარში გადაეყვანათ.

Zooclub

მოხალისეები შეეცადნენ, რაც შეიძლება მეტ ცხოველს დახმარებოდნენ. ისინი ეცდებიან, რომ დაზარალებულმა ოთხფეხა არსებებმა მზრუნველი ოჯახები მოძებნონ. კალიფორნიის ცხოველთა თავშესაფრიდან კატის ან ძაღლის აყვანა ნებისმიერ მსურველს შეუძლია, ხოლო გაჩუქებული ცხოველების ნაცვლად მოხალისეები სტიქიის ზონიდან კალიფორნიაში სხვა შინაურ ბინადრებს გადმოიყვანენ.

ასევე იხილეთ:

პატრონებისგან მიტოვებული ძაღლების ფოტოები ქარიშხალ ჰარვის დროს

ქარიშხალ "ჰარვის" შემდეგ ათობით ძაღლი ახალი პატრონის მოლოდინშია

ამერიკელმა ჯარისკაცმა ქარიშხალ "ჰარვის" შედეგად გამოწვეული წყალდიდობის დროს 70 შინაური ცხოველი გადაარჩინა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?