წყალდიდობის დროს მიტოვებული ძაღლის გულწრფელი ემოცია მაშველების გამოჩენისას (ემოციური ვიდეო)
მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს სანაპიროზე ქარიშხალმა "ფლორენმა" გადაიარა, წყლით დაფარულ ტერიტორიაზე ადამიანები საშველად მაინც მიდიან, თუმცა, ეს იმ ცხოველების პატრონები არ არიან, რომლებმაც თავიანთი ბინადრები მიატოვეს, უსუსურ არსებებს PETA-ს წარმომადგენლები ეხმარებიან.

"სამწუხაროა, თუმცა, პასუხისმგებლობა და თანაგრძნობა ზოგიერთი ადამიანისთვის კვლავ უცხოა", - ამბობს ცხოველთა დამცველი, რომელიც მიტოვებულ შინაურ ბინადრებს ეხმარება.

საოცარია, თუ როგორ რეაგირებენ ძაღლები საშველად გამოჩენილ უცხო ადამიანებზე.

ჩრდილოეთ კაროლინას შტატის, ქალაქ ლამბერტონში იპოვეს ძაღლი, რომელმაც წყლით დაფარული სახლის ვერანდას თავი შეაფარა. მისი ქცევიდან გამომდინარე კარგად ჩანს, რომ ძაღლი დიდი ხანია მიტოვებულია
- ის დაბნეულია და ვერ ხვდება, თუ როგორ იმოქმედოს უცხო ადამიანების გამოჩენისას. იგი მაშველის მოფერებას
სითბოთი და სიხარულით პასუხობს.

სამწუხაროა, რომ მსგავსი შემთხვევები ხდება, მაგრამ უმეტესობა მათგანის დასასრული პოზიტიურია.

ასევე იხილეთ:

ქარიშხალ "ფლორენსის" დროს, გმირმა მოხალისემ 6 ძაღლი გალიიდან გამოიყვანა და დახრჩობას გადაარჩინა

როგორ ეხმარებიან აშშ-ში ქარიშხლის დროს კომპანიონ ცხოველებს
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?