ექიმებმა ვიდეოზე გადაიღეს ძაღლი, რომელიც გონებადაკარგულ პატრონს გვერდიდან არ შორდებოდა (ემოციური ვიდეო)
ძაღლებმა ადამიანის მიმართ ერთგულება და სიყვარული არაერთხელ დაამტკიცეს. ეს ისტორიაც კიდევ ერთი მაგალითია, რომელიც ჩინეთის ქალაქ ხეილუნციზიანში მოხდა.

ქალმა, რომელიც ქუჩაში ოქროსფერ რეტრივერს ასეირნებდა, უეცრად გონება დაკარგა და დავარდა. ერთგული ძაღლი პატრონს გვერდიდან არ შორდებოდა და წკმუტუნებდა. ცხოველი გოგონას სასწრაფო დახმარების მანქანაშიც აჰყვა და კლინიკაშიც მის გვერდით იყო, ამის შესახებ წერს გამოცემა "Daily Mail"-ი.

შემთხვევის ადგილზე მისულ ექიმებს თავიდან პაციენტთან მიახლოება ეშინოდათ, რადგან მას ძაღლი იცავდა, თუმცა, როდესაც გადაწყვიტეს უგონოდ მყოფ ადამიანთან მისვლა გაერისკათ, ძაღლმა არანაირი აგრესია არ გამოავლინა და ექიმების
მოქმედებებს შორიდან აკვირდებოდა.

Zooclub

"როცა უგონოდ მყოფ ქალს მივუახლოვდით, ძაღლს თითქოს გაუხარდა, რომ ჩვენ მივედით და
მის პატრონს ვეხმარებოდით", - ამბობს ჟურნალისტებთან საუბრისას ერთ-ერთი სპეციალისტი.

როდესაც გოგონა საკაცეზე გადაიყვანეს, ძაღლი პატრონს სასწრაფო დახმარების მანქანით გაჰყვა. ექიმები გაოცებულნი იყვნენ ცხოველის მზრუნველობით, ამიტომ მათ რეტრივერს უფლება მისცეს, პატრონი კლინიკაში გაეცილებინა.

მოგვიანებით გაირკვა, რომ პაციენტს სერიოზული დაავადება არ ჰქონდა - ის უბრალოდ ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იყო. პირველი, რაც გონზე მოსულმა გოგონამ წარმოთქვა, თავისი საყვარელი ძაღლის სახელი იყო.

"ჩვენ დავინახეთ, თუ როგორ ჩაეხუტა პაციენტი თავის შინაურ ცხოველს, მივხვდით, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც ძაღლი ქუჩაში არ დავტოვეთ და პატრონთან ერთად კლინიკაში წამოვიყვანეთ", - ამბობს სასწრაფო დახმარების ექიმი.

ასევე იხილეთ:

ძაღლი კლინიკასთან 6 დღე ელოდებოდა 22 წლის პატრონს

ძაღლმა გადაარჩინა პატრონი, რომელსაც 20 საათი ყინვასა და თოვლში წაქცეულს ათბობდა

ძაღლები თავგატეხილ პატრონს გვერდიდან არ შორდებოდნენ და კლინიკაში სასწრაფო დახმარების მანქანას გაჰყვნენ
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?