ძაღლი კლინიკასთან 6 დღე ელოდებოდა 22 წლის პატრონს
ძაღლი კლინიკასთან 6 დღე ელოდებოდა 22 წლის პატრონს
ისტორია, რომელიც ესპანეთის ქალაქ ალიკანტეში მოხდა, ძალიან ჰგავს ჰაჩიკოს ამბავს. ძაღლი მაია, რომელიც აკიტა-ინუს ჯიშისაა, 6 დღის განმავლობაში კლინიკასთან ელოდა 22 წლის პატრონს.

სანდრა ინესტა სასწრაფოდ მიიყვანეს კლინიკაში. მას ესაჭიროებოდა გადაუდებელი ოპერაცია, ცხოველი კი მოთმინებით იჯდა კლინიკის კუთხეში და შენობის კარს უყურებდა იმ იმედით, რომ მისი პატრონი გამოვიდოდა. გოგონას მამა არაერთხელ ეცადა ძაღლის სახლში წაყვანას, თუმცა, ამაოდ. მედ პერსონალი და პაციენტების პატრონები მაიას ყოველდღე აწვდიდნენ საკვებს.

Zooclub

საბედნიეროდ, ძაღლის პატრონი გამოჯანმრთელდა, თუმცა, კვლავ კლინიკაში რჩება. ექიმებმა მას ნება დართეს რამდენიმე წუთი გავიდეს
ეზოში, რათა მაიასთან ერთად ისეირნოს.

Zooclub

ასევე იხილეთ:

სტუარდესამ სახლში წაიყვანა ძაღლი, რომელიც მას სასტუმროსთან ნახევარი წელი
ელოდა


ძაღლი შეუჩერებლად მისდევდა სასწრაფო დახმარების მანქანას (+ვიდეო)

ძაღლი რამდენიმე კვირაა, კლინიკასთან ელოდება გარდაცვლილ პატრონს

tamriko
უერტგულესი მეგობარია...მიკვარს
bebe
რა გინდა რომ დაწერო?!
levani
ყველაზე ერტგული არსება
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?