ძაღლები თავგატეხილ პატრონს გვერდიდან არ შორდებოდნენ და კლინიკაში სასწრაფო დახმარების მანქანას გაჰყვნენ
როდესაც ნასვამი მამაკაცი ბარიდან გამოდიოდა, კარის გასასვლელ ზღურბლს ფეხი წამოკრა, წაიქცა და  თავი გაიტეხა. მან გონება დაკარგა, რის შემდეგაც სასწრაფო დახმარების მოსვლამდე, მას ორი ერთგული ძაღლი დარაჯობდა.

გამოცემა "The Sun"-ის ცნობით, ვიდეო გადაღებულია პერუში, ჩიმბოტის პროვინციაში.

Zooclub

მამაკაცი სამედიცინო დახმარების ავტომობილში საკაცით აიყვანეს, ცხოველებიც მასთან ერთად ავიდნენ და ეტყობოდათ, რომ ძალიან განიცდიდნენ პატრონის ცუდად ყოფნას - ისინი ლოკავდნენ და თათს ადებდნენ მას.

Zooclub
Zooclub

კლინიკაში მიყვანისას ერთ-ერთი ძაღლი, მის საწოლზე ავიდა და გვერდით მოკალათდა. სამედიცინო  წარმომადგენლის თქმით, ძაღლებს პატრონი არც ერთი წამით არ
მიუტოვებიათ. როდესაც პაციენტს დაუმუშავეს გატეხილი თავი და ექიმებმა მას სახლში წასვლის ნება დართეს, მამაკაცმა კლინიკა
ერთგულ ოთხფეხა მეგობრებთან ერთად დატოვა.

ასევე იხილეთ:

ძაღლმა გადაარჩინა პატრონი, რომელსაც 20 საათი ყინვასა და თოვლში წაქცეულს ათბობდა

ხიდან ჩამოვარდნილ პატრონს ძაღლი სასწრაფოს მოსვლამდე ეხუტებოდა

გერმანული ნაგაზი 16 წლის პატრონს მძარცველებისგან იცავდა... მას სამჯერ ესროლეს
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?