ებოლათი დაავადებული ექთნის ძაღლს ევთანაზია გაუკეთეს
ებოლათი დაავადებული ექთნის ძაღლს ევთანაზია გაუკეთეს
მსოფლიოს ცხოველთა დაცვის ორგანიზაციები აპროტესტებენ მადრიდში 12 წლის ძაღლის ევთანაზიას (სამუდამო დაძინება). ეს უკანასკნელი ებოლას ვირუსით დაავადებული პაციენტის საკუთრება იყო. ცხოველთა მოყვარულებმა ინტერნეტით გაავრცელეს პეტიცია, სადაც ათასობით ხელმოწერა დაფიქსირდა, რათა ძაღლი არ მოეკლათ, ამასთანავე ცხოველთა დამცველებმა მადრიდის ცენტრში საპროტესტო აქციები გამართეს,  თუმცა, მთავრობამ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო და ცხოველი სიცოცხლეს გამოასალმა.

Zooclub

მიზეზი ძაღლის პატრონის ავადმყოფობა იყო. საქმე ისაა, რომ ქალი მედდად მუშაობდა კლინიკაში, სადაც ამ ვირუსით დაავადდა. თუმცა, არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ ძაღლსაც იგივე დაავადება სჭირდა, სპეციალისტებს არ ჰქონდათ.
მედდას მეუღლე კარანტინში მოათავსეს. როდესაც მამაკაცმა თავისი
ძაღლის ამბავი გაიგო, იგი ინტერნეტის საშალებით ცხოველთა მოყვარულებს დახმარებას, ხოლო მთავრობას - ცხოველის კარანტინში მოთავსებას სთხოვდა. 

"კველევებმა აჩვენეს, რომ არ არის გამორიცხული, ეს მომაკვდინებელი ვირუსი გადაედოს ცხოველს, თუმცა ძაღლსაც და კატასაც აქვს იმის იმუნიტეტი, რომ ეს დაავადება იოლად გადაიტანონ. ამასთანავე, მინდა აღვნიშნო, რომ დღემდე არ გამოვლენილა არც ერთი შემთხვევა ძაღლის, ან კატის ებოლას ვირუსით დაავადების. მით უმეტეს, ამ ვირუსის მათგან ადამიანზე გადასვლის."- განაცხადა აშშ-ს ინფექციის კონტროლის ცენტრის წარმომადგენელმა ტომას სკინერიმა.

დიდი პროტესტის მიუხედავად,  მადრიდის მთავრობამ ძაღლი სიცოცხლეს გამოასალმა, ხოლო მის სხეულს კრემაცია ჩაუტარდა.

ასევე იხილეთ:

ის რაც ყველა ძაღლის პატრონმა უნდა იცოდეს

სტატია მათთვის, ვისაც სახლში ძაღლი ჰყავს

მხოლოდ მათთვის, ვისაც ცხოველები უყვარს



ევრო
გაუკეთეს რა, ფლუგენგეგენხოლენია? ჩაუტარეს, ჩაუტარეს. კარანტინში მოეთავსებინათ ჯობდა +1
manana
ესკალიბური ერკვა ამ ზაგლს
თაკო
უგულოები!!! დავიჯერო, ასე ძნელი იყო ძაღლის კარანტინში მოთავსება და რამდენიმე დღე დაკვირვება?... მაგრამ მისი მოკვლა, უფრო მარტივი გამოსავალი აღმოჩნდა...
oshi
რა დააშავა ძაღლმა ? რას ქვია რა უნდა ექნათ მოეტავსებინათ კარანტინში მაინც არ აქვთ საბედნიეროდ მეტი საქმე და დაკვირვება ეწარმოებინათ... ესპანეთში ხო ხის ტავიანები ცხოვრობენ მარტო კატალონიაა ევროპის დონეზე დალშე მაგარი წარაკუა ქვეყანაა
ჴაატა II
სხვა რა უნდა ექნათ?
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?