უზარმაზარი ძაღლი ბავშვის ტალღებიდან გამოყვანას ცდილობს (+ვიდეო)
როდესაც პატარა გოგონა უეცრად ტალღამ წყალში ჩაითრია, ძაღლმა მატიასმა საშიშროება იგრძნო და მეგობარი ნაპირისკენ გამოიყვანა. გოგონას ბაბუამ ემოციური გადარჩენის კადრები ვიდეოზე გადაიღო.

მატიასი პატრონთან და მის შვილიშვილთან ერთად გუვილ-სიურ-მერის (საფრანგეთი) სანაპიროზე სეირნობდა.

"ფუმფულა ძიძა"  ბავშვს თვალს არ აშორებდა. უეცრად ტალღამ გოგონა წყლის სიღრმისკენ გაიტაცა და მატიასმა გადაწყვიტა, რომ მას გადარჩენა სჭირდებოდა. გონიერმა ცხოველმა ბავშვს ქურთუკზე ფრთხილად კბილები მოკიდა და ნაპირისკენ გამოიყვანა. "გადარჩენის" პროცესში გოგონა გულიანად იცინოდა, თუმცა, მატიასი თავის საქმეს მთელი სერიოზულობით ასრულებდა.

როდესაც ძაღლი მიხვდა, რომ ბავშვი უსაფრთხოდ იყო, მის ქურთუკს
კბილები გაუშვა და პატრონისკენ წავიდა.

Zooclub

კადრები მილიონზე მეტმა ადამიანმა იხილა. "ძალიან კარგია, როდესაც ასეთი ჭკვიანი
ძაღლი გყავს...", "ის ბავშვს ბევრ უფროსზე კარგად პატრონობს,"- წერდნენ ინტერნეტ მომხმარებლები.

ყველაზე დიდი დისკუსია კი ძაღლის ჯიშმა გამოიწვია. ზოგიერთი მათგანი წერდა, რომ ეს შარპლანური ნაგაზი იყო, სხვები ეჭვობდნენ, რომ მატიასი ლეონბერგერი ან ნიუფაუნდლენდის ჯიშს მიეკუთვნებოდა. ვიდეოში აღბეჭდილი ძაღლის ჯიში დღემდე დავის საგანია, თქვენ რას ფიქრობთ? 

წყარო: dailymail

ასევე იხილეთ:

ქალი გაბრაზებული ყვიროდა, რომ ზღვაში არ ჩავიდოდა, სანამ "ბინძურ" ძაღლს წყლიდან არ მოაშორებდნენ

გმირმა ლაბრადორმა გასაჭირში ჩავარდნილი მეგობრები გადაარჩინა

მამაკაცი ზღვაში იხრჩობოდა, მას 3 უპატრონო ძაღლი დაეხმარა


დავით
ქართული ნაგაზია!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?