ქალი გაბრაზებული ყვიროდა, რომ ზღვაში არ ჩავიდოდა, სანამ "ბინძურ" ძაღლს წყლიდან არ მოაშორებდნენ
ქალი გაბრაზებული ყვიროდა, რომ ზღვაში არ ჩავიდოდა, სანამ "ბინძურ" ძაღლს წყლიდან არ მოაშორებდნენ
ეს ისტორია იტალიის ერთ-ერთ სანაპიროზე მოხდა, სადაც ოფიციალურად ნებადართულია შინაური ბინადრის ზღვაში ბანაობა. ლაბრადორი ლაქი სანაპიროზე თავის პატრონ ანა მარიასთან ერთად  დასასვენებლად და საცურაოდ მივიდა.

ცნობილია, რომ ლაბრადორ რეტრივერებს ძალიან უყვართ წყალი და ისინი მაშველის ფუნქციასაც კარგად ასრულებენ.

სანაპიროზე მისული 3 წლის ლაქი, რომელმაც წყლის მაშველის კურსები გაიარა, ყველას მიმართ სითბოთი და სიყვარულით გამოირჩეოდა. ის პატრონთან ერთად იმ ნაპირისკენ წავიდა, სა
დაც ცხოველისთვის ცურვა ნებადართულია, თუმცა, როდესაც ძაღლი დამსვენებელმა ქალმა დაინახა, ყვირილი და ჩხუბი დაიწყო. მისი თქმით, ძაღლები დაავადებების მატარებელნი არიან და ის და მისი 7 წლის შვილი არ ჩავიდოდნენ წყალში, სანამ ძაღლს არ "მოაშორებდნენ".

Zooclub

ანა
მარიამ რამდენჯერმე ბოდიში მოიხადა და ლაქი დაუყოვნებლივ წყლიდან ამოიყვანა.

Zooclub

რამდენიმე წუთის შემდეგ, 7 წლის გოგონა, რომლის მშობელმაც ბევრი იჩხუბა ძაღლის გასაგდებად, წყალში ჩავიდა და ნაპირიდან რამდენიმე მეტრის დაშორებით გაცურა. ბავშვი ტალღებმა დაფარა და ის იძირებოდა, ამ დროს დედა მეგობრებთან ლაპარაკობდა და გოგონა ვერ შეამჩნია.

ყველაზე საშინელი იყო ის, რომ სანაპიროზე, ლაქის გარდა, არავის შეუმჩნევია, როგორ იხრჩობოდა გოგონა. ის დაუყოვნებლივ გადახტა წყალში, კბილები ჩაავლო ბავშვს და ნაპირზე გამოიყვანა.

Zooclub

საბედნიეროდ, გოგონა გადარჩა, თუმცა, ძალიან შეშინებული ჩანდა. რამდენიმე წუთის შემდეგ, ბავშვის დედა მიუახლოვდა ანა მარიას, რომელიც ლაქისთან ერთად ნაპირზე იჯდა, მან გულითადი მადლობა და ბოდიშები იხადა. ქალის თქმით, ის ძალიან ნანობდა თავის საქციელს.

ასევე იხილეთ:

გმირმა ლაბრადორმა გოგონა სიკვდილისგან იხსნა

ვიღაცისთვის მაწანწალა ძაღლია, ხოლო ვიღაც სიკვდილისგან იხსნა

გმირმა ლაბრადორმა გასაჭირში ჩავარდნილი მეგობრები გადაარჩინა

goglika
და ეს ძაღლი იყო აინშტაიანი :))) კარგი ხალხო რაა, რატომ გჯერათ ასეთი ისტორიების? :)))))) სადაც ნებადართულია ძაღლის ბანაობა იქ ხმას ვერ ამოიღებდა ეს ქალი ეს ერთი, მერე მეორეც მეპატრონემ ბოდიშები მოიხადა და ამოიყვანა წყლიდან არა კვახი. მერე მესამე ამ ქალის ეშმაკად დახატვა რომ შვილი ვერ შეამჩნია მეგობართან ლაპარაკობდა ეგეც სასაცილოა, და მეოთხე მარტო ძაღლმა შეამჩნია და სხვამ ვერა ეგეც კაი ზღაპარია. ისე კარგი ისტორიაა ზღაპრად რომ მოუყვე შვილებს რომ ძაღლები უყვარდეთ და არ ეზიზღებოდეთ მათთან ერთად თუნდაც ბანაობა და ა.შ. თქვენ კიდევ გირჩევთ ცოტა ჭკუა გაანძრიოთ :)))
xix
100%-იან!
xix
საუბრობდა ალბათ "ღამის ბუღასთან",აზუსტებდა საათებს და ბავშვი უნდოდა მაგას? ძაღლი კი მოვალეობას შეუდგა.
archil-s
მეც მაგრამ, გამახსენდა რომ ასეთ შემთხვევებში უფრო უსიტყვოდ, მედიდური და გაბრაზებული იერით ჩქარი ნაბიჯით ტოვებენ ხოლმე საქართველოშI შვილის გადამრჩენებს, თითქოსდა გარბიან... და მერე რა რომ შვილი თუ ცოლი გადაურჩინეს, მთავარია მედიდური იერი შეინარჩუნონ და ღირსება არ ,,შეელახოთ" ვიღაცა პლებეისთან თუნდაც მადლობის მოხდით(კონკრეტული ისტორიის ზოგად დეტალებს ვიხსნებ D:( )
archil
სიხარულით ცრემლები მომადგა. სიკეთეს არაფერი ჯობია. ადრე თუ გვიან ყოველთვის იჩენს თავს.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?