ექთანმა მომაკვდავ პაციენტთან მისი საყვარელი ძაღლი შეაპარა, რათა ისინი ერთმანეთს უკანასკნელად ჩახუტებოდნენ
ექთანმა მომაკვდავ პაციენტთან მისი საყვარელი ძაღლი შეაპარა, რათა ისინი ერთმანეთს უკანასკნელად ჩახუტებოდნენ
რთულია, სიტყვებით გადმოსცე ის ძლიერი სიყვარული, რაც შინაურ ცხოველს და პატრონს ერთმანეთთან აკავშირებს. რაც არ უნდა მოხდეს, ოთხფეხა არსებები საკუთარი გადაწყვეტილებით არასოდეს მიგატოვებენ. სიხარულის თუ სევდის დროს, თქვენი ბინადარი ყოველთვის გვერდით იქნება.


დიდ მონატრებას იწვევს, როდესაც გარკვეული პერიოდი საყვარელი შინაური ცხოველისგან შორს ხარ, მაგრამ საშინელი წუთებია, როდესაც იძულებული ხარ, მას სამუდამოდ დაემშვიდობო.

კლინიკაში მყოფი დევიდ კინგი სიმსივნეს ებრძვის. ექიმების თქმით, მისი ჯანმრთელობა დღითიდღე უარესდება. კინგის შვილიშვილმა, ელენ მიგუელმა გადაწყვიტა, ბაბუისთვის სიცოცხლის ბოლო დღეები მცირედით გაეხალისებინა. მან დაგეგმა, თუ როგორ უნდა შეეყვანა
კლინიკაში მალულად დევიდის საყვარელი ძაღლი ლილ ფიი.

Zooclub

ელენმა იცოდა, რომ ბაბუას ლილ ფიისთან შეხვედრა დიდ
სიხარულს მოუტანდა. როდესაც ექთნებმა გოგონას გეგმების შესახებ შეიტყვეს, დახმარება გადაწყვიტეს.

"ბაბუას ძალიან უყვარს თავისი ძაღლი. ლილ ფიი  ყველგან თან დაჰყავდა. იგი ბოლო რამდენიმე წელია, სიმსივნეს ებრძვის, თუმცა, ეს ბოლო კვირა სენი მთელ ორგანიზმში მოედო", - ამბობს მოხუცის შვილიშვილი.

დევიდის ცოლს კლინიკაში ხშირად მიჰქონდა ლილ ფიის ფოტოები, რაც პაციენტს ყოფას უმსუბუქებდა, თუმცა, ექთნებისა და შვილიშვილის საჩუქარმა მომაკვდავს რამდენიმე წუთით ხალისი დაუბრუნა.

ლილ ფიი კლინიკაში ჩანთაში ჩასმული ჩუმად შეიყვანეს. როდესაც ძაღლი პატრონის პალატაში შეუშვეს, ის დევიდის საწოლზე ახტა და მეგობრები სიხარულით ჩაეხუტნენ ერთმანეთს.

Zooclub

"ეს წამები არასოდეს დამავიწყდება. ბაბუა ეხუტებოდა საყვარელ ძაღლს და ლილ ფიიც სიხარულისგან წკმუტუნებდა", - ამბობს ელენი.

გოგონამ გულისამაჩუყებელი ფოტოები სოციალურ ქსელში გაავრცელა. ძაღლი და ბაბუა უკანასკნელად შეხვდნენ ერთმანეთს. მოხუცს საშუალება მიეცა, დამშვიდობებოდა ოთხფეხა მეგობარს. ფოტოზე ასახულია, თუ რამდენად დიდი გრძნობაა მოსიყვარულე პატრონსა და ოთხფეხა არსებას შორის.

ასევე იხილეთ:

მოხუცი სიცოცხლის ბოლო დღეებს ითვლიდა, როცა მის ცხოვრებაში სასწაული მოხდა...

ვისთვის იღება სამოთხის კარი...

59 წლის მომაკვდავი შიმპანზე საკვების მიღებაზე უარს ამბობდა, სანამ მასთან გამოსამშვიდობებლად ძველი მეგობარი არ მივიდა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?