თვითმხილველმა ვიდეოზე გადაიღო, თუ როგორ ცდილობს შტორმის დროს პატრონი ძაღლის გადარჩენას
ძლიერმა შტორმმა სანაპიროზე მყოფი ძაღლი ზღვაში ჩაითრია, მაგრამ ცხოველის პატრონი საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად მის გადარჩენას ცდილობდა.

ინციდენტი ბრაიტონის (ინგლისი) სანაპიროზე მოხდა. ვიდეო კადრებში აღბეჭდილია, თუ როგორ მირბის გოგონა გაყინულ წყალში, მაგრამ ძლიერი ტალღა მას ფარავს და კვლავ ნაპირისკენ აგდებს. მომდევნო ტალღამ ძაღლი ისევ ზღვის სიღრმისკენ გაიტაცა.

ამ დროს გოგონა იჭერს თავის ძაღლს, მაგრამ ფეხზე ადგომას ვერ ასწრებს, რადგან მორიგი ტალღა მას ფარავს და ძაღლი ხელიდან უსხლტება. ცხოველი ნაპირზე გამოსვლას ცდილობს, საბედნიეროდ, მას თვითმხილველი ეხმარება.

ალესანდრო ინტინი, რომელმაც გადარჩენის კადრები ვიდეოზე
აღბეჭდა, ამბობს, რომ გოგონას ძალიან გაუმართლა. შემთხვევის ადგილას მოგვიანებით მისულმა სამაშველო სამსახურის თანამშრომელმა განაცხადა, რომ
უმეტეს შემთხვევებში ძაღლს ძლიერი ტალღისგან თავის დაღწევა დამოუკიდებლად შეუძლია, ამიტომ აუცილებლობას არ წარმოადგენდა გოგონას საკუთარი სიცოცხლე გაერისკა.

ასევე იხილეთ:

ძაღლმა შვლის ნუკრი ზღვაში დახრჩობას გადაარჩინა (ემოციური ვიდეო კადრები)

დათვის ბელი დედას ჩამორჩა და წყალში იხრჩობოდა... მეთევზეები მის გადასარჩენად ტბაში შევიდნენ

სანაპიროზე დილის სეირნობისას ზღვამ უეცრად ნაპირთან მიახლოებული ძაღლი გაიტაცა
69
ანუ ისეთი დროც არ იყო ჯერ დამდგარი, როცა ძაღლი პატრონს ვერ ცნობს ხოლმე? აქ აშკარად იცნო, ბრავო...რა ბედნიერებაა, ყველა ცოცხალია
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?