სანაპიროზე დილის სეირნობისას ზღვამ უეცრად ნაპირთან მიახლოებული ძაღლი გაიტაცა (+ვიდეო)
ბრიტანეთის სანაპირო დაცვამ შოტლანდიის ნაპირებთან გადაარჩინა ძაღლი, რომელიც ზღვაში ჩავარდა და დინებამ გაიტაცა.

"Aberdeen Evening Express"-ის ცნობით, ძაღლი ზღვამ დილის სეირნობის დროს გაიტაცა. მომხდარის შესახებ სანაპირო დაცვამ შეიტყო. მის საძებრად გაემართა შვეულმფრენი, რომელიც სსწავლო ფრენას ასრულებდა. ეკიპაჟმა დაკარგული ცხოველი მალე იპოვა.

შვეულმფრენი ცხოველის თავზე გაჩერდა და მაშველების მოსვლას დაელოდა.

”მათ ძაღლი ნავზე აიყვანეს და ნაპირზე მომლოდინე პატრონებს დაუბრუნეს”, - განმარტა ორგანიზაციის წარმომადგენელმა.

ზღვისპირა დაცვამ გადარჩენის ვიდეო Twitter-ზე გამოაქვეყნა.

ცხოველის სიცოცხლეს არაფერი ემუქრება.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?