წყნარ ოკეანეში დაკარგული ორი ქალი და ძაღლები 5 თვის შემდეგ იპოვეს (+ვიდეო)
მაისში ორი ქალი ძაღლებთან ერთად გონოლულუდან (აშშ, ჰავაის შტატი) ტაიტიზე იახტით გაემგზავრა, მაგრამ შტორმის შედეგად ტრანსპორტის ძრავა დაზიანდა და ნაპირიდან რამდენიმე მილის მოშორებით გაჩერდა.

აპელა და ტაშა SOS სიგნალს 98 დღის განმავლობაში გზავნიდნენ, თუმცა, მათ ვერავინ ამჩნევდა. ისინი იაპონიის სამხრეთ-აღმოსავლეთით, სანაპიროდან  900 მილის დაშორებით, 24 ოქტომბერს ტაივანელმა თევზმჭერებმა აღმოაჩინეს, რის შემდეგაც მათ ამერიკული სადესანტო გემი "აშლანდი" გამოიძახეს.

"უბედურების სიგნალის გაგზავნა ერთადერთი რამ იყო, რაც ამ სიტუაციაში შეგვეძლო გაგვეკეთებინა. როდესაც მეთევზეთა გემი შევნიშნეთ, საოცარი შვება ვიგრძენით", - ამბობს გადარჩენილი ქალი.

Zooclub

მაშველების მხრიდან პირველი
კითხვა იყო, თუ როგორ ირჩენდნენ ისინი თავს 5 თვის განმავლობაში. "ექსტრემალმა ქალმა" განმარტა, რომ მათ
იახტაზე წყლის გამფილტრავი და საკვების დიდი მარაგი ჰქონდათ. ადგილზე მისულმა სამხედროებმა აპელასა და ტაშას საკვები და მედიკამენტები გადასცეს.

Zooclub

იახტაზე მყოფი ორი ძაღლი თავს კარგად გრძნობს.
vax too
იქაც არიან ეგრეთი ხალხი,რომ "სოს" ძახილზე არ მოვიდნენ?
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?