სპეციალისტები 6 წლის ძაღლის კლონირებას კვლავ აგრძელებენ, რათა ამოხსნან მიზეზი, თუ რატომ არის ის ასეთი პატარა ზომის.
დაბადებისას მილი 28 გრამს იწონიდა და ჩაის ჭიქაში თავისუფლად ეტეოდა. ვეტერინარები ვარაუდობდნენ, რომ ახალშობილი შინაური ცხოველი ვერ გადარჩებოდა. მიუხედავად ამისა, ლეკვის პატრონი - ვანესა სემლერი, ყოველ საათში კვებავდა მას "პიპეტით", შედეგად კი მისი გადარჩენა შეძლო.

2012 წელს "საოცარი მილი" გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა, როგორც მსოფლიოში ყველაზე პატარა ძაღლი. ცხოველის სიმაღლე 10 სანტიმეტრი, ხოლო წონა 400 გრამია.

მილის 12 კლონი ვანესას სახლში ცხოვრობს. მათი სახელებია: მოლი, მალი, მელი, მოლი, მუმუ, მილა, მერი, მიმი, მონი, მინი, მელა და მულანი.
წყარო: dailymail
ასევე იხილეთ:
ვეტერინარმა 100 ათასი დოლარი დახარჯა საყვარელი ძაღლის კლონირებისთვის
ჩინელმა მეცინერებმა პირველად შექმნეს მაიმუნის ორი კლონი და მათ "დიადი ჩინელი ერი" უწოდეს
ბარბარა სტრეიზანდმა თავის კლონირებულ ძაღლებზე პირველად ისაუბრა