ვეტერინარმა 100 ათასი დოლარი დახარჯა საყვარელი ძაღლის კლონირებისთვის
ვეტერინარმა 100 ათასი დოლარი დახარჯა საყვარელი ძაღლის კლონირებისთვის
ლუიზიანას შტატში მცხოვრებმა ვეტერინარმა ფილიპ დუპომ ჩათვალა, რომ ვერ გაუძლებდა იმ გულის ტკივილს, რომელიც მისი საყვარელი ძაღლის დაღუპვასთან იქნებოდა დაკავშირებული, ამიტომ მიიღო ორიგინალური გადაწყვეტილება - მოეხდინა თავისი ძაღლის მელვინის კლონირება.

სწორედ ამიტომ, რამდენიმე წლის წინ დუპომ შექმნა მელვინის ორი ზუსტი ასლი. 

დუპონების ოჯახმა კლონირებისთვის 100 ათასი დოლარი დახარჯეს. იმ დროს მელვინი დაახლოებით 12 წლის იყო. ერთი წელი არ იყო გასული კლონირებიდან, რომ პატარა ლეკვები "მშობლის" გარშემო დარბოდნენ.

ოჯახმა პატარებს სახელებიც შეუჩია: კენ გორდონი და ჰენრი ფონთენოთი.

როგორც ვეტერინარი და მისი
მეუღლე ამბობენ, ძაღლები იმედნად გვანან ერთმანეს, რომ ოჯახის წევრებს მათი გარჩევა უჭირთ. კლონირებული ცხოველები ჯანმრთელები
არიან. მათი პატრონი იმედოვნებს, რომ კენი და ჰენრი მას კიდევ მრავალი წლის განმავლობაში გაახარებენ თავისი არსებობით.

ასევე იხილეთ:

არქტიკაში აღმოაჩინეს მამონტის ნაწილები, რომლებიც მათი სახეობის აღდგენის (კლონირების) საშუალებას იძლევა

დიდ ბრიტანეთში პირველი კლონირებული ძაღლი გაჩნდა

რამდენიმე საინტერესო ფაქტი ძაღლებზე
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?