ჩინელმა მეცინერებმა პირველად შექმნეს მაიმუნის ორი კლონი და მათ ”დიადი ჩინელი ერი” უწოდეს (+ვიდეო)
ჩინეთის მოლეკულურმა ბიოლოგებმა პირველად შეძლეს ერთსა და იმავე მაიმუნისგან ორი სრულფასოვანი კლონის გამოზრდა. მათ ზუსტად იგივე მეთოდი გამოიყენეს, რაც ცხვარი დოლის გამოყვანის დროს.

”მაიმუნების კლონის მეთოდიკის შექმნა უამრავ ახალ შესაძლებლობებს გვაძლევს. ახლა ჩვენ შეგვიძლია ძუძუმწოვრების გამოყვანა გენების აბსოლუტური იდენტური ნაკრებით, დნმ-ის ერთადერთი მონაკვეთის გარეშე, რომლის სტრუქტურაც ჩვენ შევცვალეთ. ეს არა მხოლოდ ბევრი გენეტიკური დაავადების მიზეზს გვანახებს, არამედ კიბოს დაავადებასთან და იმუნიტეტის დარღვევებთან ბრძოლის ახალი მეთოდების პოვნის საშუალებას გვაძლევს".

პირველად მეცნიერებმა ცხოველის კლონი შოტლანდიაში, 1996 წლის ივლისში შექმნეს.

მაიმუნის ორი კლონი
სუროგატი დედისგან 8 და 6 თვის წინ გაჩნდა. პირველ მაიმუნს ჩჟუნ ჩჟუნი დაარქვეს, მეორეს კი
ხუა ხუა.
გამოვიდა სიტყვებით თამაში: გამოთქმა "ჩჟუნხუა" ჩინურად "დიად ჩინელ ერს" ნიშნავს. ორივე მაიმუნი სრულიად ჯანმრთელია და ისევე ვითარდებიან, როგორც ამ ასაკში სხვა მაიმუნები.



Zooclub
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?