საზრიანმა ძაღლმა ისწავლა, თუ როგორ უნდა იყიდოს საკვები... მისი ვალუტა ხეებზე იზრდება
საზრიანმა ძაღლმა ისწავლა, თუ როგორ უნდა იყიდოს საკვები... მისი ვალუტა ხეებზე იზრდება
ფული ხეებზე არ იზრდება? უთხარით ეს კოლუმბიელ ძაღლს ნეგროს, რომელიც ამ ისტორიის გმირია. მან თანხის გადახდის და პროდუქტის მიღების სქემა კარგად შეისწავლა და შეიმუშავა გენიალური გეგმა, რომელიც ჭკვიან ცხოველ გემრიელი სასუსნავით დიდი ხნით უზრუნველყოფს.

შავი ძაღლი ნეგრო კოლუმბიის ტექნიკური უნივერსიტეტის, სტუდენტური კამპუსის ტერიტორიაზე ცხოვრობს. ის ადგილობრივმა თანამშრომლებმა შეიფარეს და ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილდება.

Zooclub

სტუდენტები ხშირად ყიდულობენ ორცხობილებს  ადგილობრივ მაღაზიებში. როგორც ჩანს, ძაღლმა კარგად შეისწავლა, თუ როგორ უხდიან თანხას ადამიანები გამყიდველებს და სანაცვლოდ საკვებს იღებენ. ამის შემხედვარე, ნეგრომ გეგმა შეიმუშავა.

Zooclub

ერთ დღეს ის დახლს
მიუახლოვდა. კბილებით ფოთოლი ეჭირა... როგორც ჩანს, ორცხობილას ითხოვდა. რთულია, უარი უთხრა ასეთ საყვარელ მყიდველს.

Zooclub

ამ
საოცარ ძაღლს კამპუსის თანამშრომლებმა ნება დართეს, დღეში ერთხელ ფოთლის გადახდით ორცხობილა "ეყიდა".

Zooclub

"ის ყოველდღე გვაკითხავს და სასუსნავს ყიდულობს. რაც მთავარია, თანხის სახით ფოთოლს იხდის,"- ამბობს მაღაზიის თანამშრომელი.

Zooclub

"ამ სურათის შემხედვარე ტირილის სურვილი მიჩნდება. მან მოძებნა ხერხი, რათა მისი სურვილები ადამიანებს გაეგოთ. ნეგრო ძალიან ჭკვიანი ძაღლია."

წყარო: boredpanda

ასევე იხილეთ:

კატას პატრონთან ყოველ დილით საჩუქრად ტოტი ან ფოთოლი მიაქვს, რათა თავისი სიყვარული გამოხატოს

ძაღლი პუტიკო, რომელიც მაღაზიაში საყიდლე​ბზე დამოუკიდებლად დადის

უპატრონო ძაღლი ყოველთვის საჩუქრით მიდის ქალთან, რომელიც მას კვებავს
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?