რომელმა ლაბრადორმა მოიპარა ორცხობილა? ერთ-ერთმა ძაღლმა მეგობარი პატრონთან დააბეზღა (სახალისო ვიდეო)
რთულია დაჯერება, თუ რამდენად კეთილი და მიამიტი შეიძლება იყოს ცხოველი. განსაკუთრებით კი - ძაღლი. ეს მშვენიერი ქმნილება ყოველთვის მზადაა, პატრონი დაიცვას და მის გვერდით იყოს. და კიდევ, ის საოცრად გულახდილია და უბრალოდ არ იცის, როგორ იცრუოს.  ეს ვიდეო ამის საუკეთესო მაგალითია.

ეს ლაბრადორები ხვდებიან, რომ "დანაშაული" ჩაიდინეს, რადგან ერთ-ერთმა მათგანმა მაგიდიდან ორცხობილა მოიპარა, რაც ყურადღებიანმა პატრონმა შეამჩნია.

გოგონამ ცხოველებს დაკითხვა მოუწყო. ის მკაცრად ესაუბრება ძაღლებს, ისინი კი ყურადღებით უსმენენ. საბოლოოდ, და-ძმა ლაბრადორებმა ვერ გაუძლეს პატრონის სიმკაცრეს და ყოველ ჯერზე, როდესაც პატრონი
ეკითხებოდა, თუ რომელმა მოიპარა ორცხობილა, ძაღლი თათით თავის დას მიუთითებდა.

იხილეთ სახალისო ვიდეო, სადაც საზრიანი
ცხოველები უსიტყვოდ პასუხობენ საკუთარ პატრონს.

ასევე იხილეთ:

პიტბული, რომელმაც დანაშაულის გრძნობა ვერ დამალა, ინტერნეტის ვარსკვლავი გახდა

ძაღლის საოცარი რეაქცია, როცა მას პოლიციელმა მართვის მოწმობა მოსთხოვა

რომელი კატაა დამნაშავე? ერთმა მათგანმა მეგობარი გასცა


რომელი კატაა დამნაშავე? ერთმა მათგანმა მეგობარი გასცა რომელი კატაა დამნაშავე? ერთმა მათგანმა მეგობარი გასცა
beqa
ზოგჯერ ზღვარს ცდება ძაღლის მიმართ დამოკიდებულება. რას ნიშნავს რა დღეში ყავს პატრონს ძაღლი? ძაღლი არის ცხოველი,ადამიანის უერთგულესი მეგობარი, მაგრამ ცხოველი, რომელიც იწვრთნება და გაწვრთნილი ძაღლი არის ნამდვილი მეგობარი, შესაბამისად ასე რო იქცევა ძაღლი აშკარად მისაბაძია და არა გასაკრიტიკებელი(ჩემი მოსაზრებაა ასეთი)
lala
რა გინდა კი ასწავლის და...ნახე რა ჭკვიანები არიან.მიდი და შენ გაწრთვენი მასე ძაღლი
ვაი
პატრონს აშკარად უჭირს მენტალობაში. არ გინდა ამ ქალის უაზრო მონოლოგების მოსმენა? რა დღეში ჰყავს საწყალი ძაღლები :(
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?