კატას პატრონთან ყოველ დილით საჩუქრად ტოტი ან ფოთოლი მიაქვს, რათა თავისი სიყვარული გამოხატოს
კატას პატრონთან ყოველ დილით საჩუქრად ტოტი ან ფოთოლი მიაქვს, რათა თავისი სიყვარული გამოხატოს
პატარა შავი კნუტი, სახელად ბალუ, ბენის ცხოვრებაში მეგობარი გოგონას წყალობით მოხვდა, თუმცა, ბიჭს საჩუქარი არ მოეწონა, რადგან საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება არ სურდა, ამიტომ კნუტი პატრონს დაუბრუნა.

იმავე დღის საღამოს ბენმა საკუთარი შეცდომა გააცნობიერა და ფუმფულა ცხოველი უკან წამოიყვანა. რამდენიმე ხნის შემდეგ წყვილი ერთმანეთს დაშორდა. ბენმა კატა დაიტოვა - იგი ექვს მეზობელთან ერთად საერთო საცხოვრებელში ცხოვრობს...

ახალგაზრდები საღამოობით წვეულებებს ხშირად აწყობდნენ და როდესაც იძინებდნენ, ბალუ ქუჩაში იპარებოდა და ნადავლის გარეშე სახლში არასოდეს ბრუნდებოდა. უნდა აღინიშნოს, რომ კატა პატარა არსებებს არ
კლავდა - მას ცოცხალი მღრღნელები, ფრინველები მძინარე ბენთან მიჰყავდა და მკერდზე ადებდა.

Zooclub

"ყოველ დილით ჩემს
სახეზე ან სხეულზე რაღაც იყო - ფრინველი, თაგვი ან სხვა მღრღნელი... ვერ ვიგებდი, ეს საჩუქარი იყო თუ სადილი. ერთ დღეს ძალიან გავბრაზდი და მისი ნადავლი გავუშვი, ხოლო ბალუს ვუთხარი, რომ მსგავსი სიურპრიზები აღარ გაეკეთებინა", - ამბობს ბენი.

Zooclub

ბიჭის გასაკვირად, ცხოველმა მისი თხოვნა გაითვალისწინა. მას შემდეგ, ცოცხალი არსებების მაგივრად, ბალუს პატრონთან მოაქვს ფოთოლი ან ტოტი. ბენი საჩუქრებს ინახავს, თუმცა, კატა მის დიდ ნაწილს ანადგურებს. 

Zooclub

ბიჭი გაოცებულია, თუ როგორ ახერხებს მისი ბინადარი ყოველდღე სხვადასხვა ფოთლის მოძიებას. ბენი აღიარებს, რომ რაც მის ცხოვრებაში ბალუ გამოჩნდა, მისთვის ყოველი დილა სიხარულით იწყება, ხოლო სამუშაო დღეს ენერგიულად ატარებს.

ასევე იხილეთ:

უპატრონო ძაღლი ყოველთვის საჩუქრით მიდის ქალთან, რომელიც მას კვებავს

ქორწილი სიურპრიზით: გოგონა ასეთ საჩუქარს ნამდვილად არ ელოდა

ქორწილი სიურპრიზით: გოგონა ასეთ საჩუქარს ნამდვილად არ ელოდა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?