ვირმა უცნაური ხმით სოციალური ქსელის მომხმარებელთა აღფრთოვანება გამოიწვია (სახალისო ვიდეო)
ვირმა ჰარიეტმა, ქალაქ გოლუეიდან (ირლანდია), თავისი ვოკალური მონაცემებით სოციალური ქსელის მომხმარებლები აღაფრთოვანა.

მარტინ სთენთონს ძალიან უყვარს ცხოველები და ცდილობს, ხშირად მოინახულოს ჰარიეტი, რომელსაც პატრონი მის სახლთან ახლოს მდებარე მინდორში ყოველდღე უშვებს.

ვირის უჩვეულო "სიმღერა" მამაკაცმა გასულ კვირას ვიდეოზე გადაიღო.

"დღეს ულამაზესი ჰარიეტი მოვინახულე. ის სხვა ვირებისგან ყოველთვის გამოირჩეოდა, მაგრამ ახლა, როგორც ჩანს, მან სიმღერაც დაიწყო", - ამბობს ვიდეოს ავტორი.

მას შემდეგ, რაც მარტინმა კადრები ინტერნეტში გაავრცელა, სოციალური ქსელის მომხმარებლებმა ცხოველი კომპლიმენტებით აავსო.

"აუცილებელია, მისი სახელი შეცვალოთ მარია კალასით", "ვირისთვის ნამდვილად საუკეთესო
ხმა აქვს", - წერდნენ კომენტარებში.

მარტინი ნიჭიერ ჰარიეტს ხშირად უმასპინძლდება სტაფილოთი, პურითა და ცხოველის საყვარელი
ორცხობილით.

ასევე იხილეთ:

მამაკაცი უკმაყოფილო ციკანთან საუბარს ცდილობს

ძაღლმა ისწავლა სიტყვა "ჰამბურგერი" და ინტერნეტ მომხმარებლების აღფრთოვანება გამოიწვია

გაბრაზებული წავი ადამიანს წაბლის გაფრცქვნას სთხოვს
tata-s
შენ გაიხარე, რამდენი ვიცინე!
tata
ბევრ ჩვენს მომღერალზე კარგად კი მღერის.......ეძახეთ ვირი.....
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?