გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 168 ცალი ფრინველის ხმის იმიტატორი ამოიღო
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 168 ცალი ფრინველის ხმის იმიტატორი ამოიღო
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა, ნადირობის სეზონის გახსნიდან დღემდე, 168 ცალი ფრინველის ხმის იმიტატორი, ე.წ. მანოკი ამოიღო.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სააგენტოს ცნობით, ხმოვანი სიგნალების გამომცემი ელექტრონული მოწყობილობების გამოყენებით ფრინველის მოზიდვა დასჯადია და აღნიშნული ქმედება დეპარტამენტის მიერ მკაცრად კონტროლდება. ე.წ. მანოკის გამოყენების გარდა, ამ დროისთვის დეპარტამენტის მიერ გამოვლენილია ნადირობის წესების დარღვევის 473 შემთხვევა. აქედან 3 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მთელი საქართველოს მასშტაბით განაგრძობს პრევენციულ ღონისძიებებს და ყველას მოუწოდებს, ნადირობის წესები დაიცვან, სამართალდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში კი დაუკავშირდნენ
ცხელ ხაზს - 153.
გიო
თუ აკრძალულია მისი გამოყენება სხვა მხრივ მას ვერ გამოიყენებ მაი მარკეტზე რატო იყიდება საინტერსოა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?