როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ ბავშვს ძაღლების შიში აქვს?
როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ ბავშვს ძაღლების შიში აქვს?
ბავშვისგან მომდინარე შიში შესაძლოა ზოგიერთმა მშობელმა არასერიოზულად მიიღოს, თუმცა, ეს პატარასთვის ძალიან მნიშვნელოვანი და არსებული პრობლემაა. მიზეზის გასაგებად აუცილებელია მოვიძიოთ მისი წინაპირობა.

ძაღლის მიმართ შიში ძირითადად მაღალი და უეცარი ხმაურის (ყეფის) შედეგად ჩნდება. ეს რეფლექსი ქრება 3-5 წლის ასაკში, თუმცა, შიშის ობიექტი ადამიანში სამუდამოდ რჩება. შესაძლოა, თქვენს პატარას უბრალოდ შეეშინდა ძაღლის უეცარი ყეფის, ამას დაერთო სხვა პრობლემებიც, რადგან მათი ფანტაზია უსაზღვროა.

Zooclub

6 ნაბიჯი, თუ რა უნდა გავაკეთოთ ბავშვებში შიშის დასაძლევად:

1. აჩვენეთ პატარას, რომ მისი შიში თქვენთვის სრულიად გასაგებია. ამ
საკითხს მიუდექით სერიოზულად და ნუ შეაფასებთ მას. ბავშვი დააჯერეთ, რომ მის გვერდით ხართ და ის
უსაფრთხოდაა.

2. წაიყვანეთ თქვენი პატარა ბუნებაში და მოაწყეთ შეჯიბრი - რომელი უფრო მაღალ ხმაზე იყვირებს. თუ იგი მაღალ ხმიანობას ბევრჯერ გამოსცემს, მას მოულოდნელი ხმების ნაკლები შიში ექნება.

3. გააცანით ბავშვს საყვარელი კნუტი. მისთვის ეს მინიატურული ძაღლის ასლია - იგივე ბეწვი, ბრჭყალები და 4 თათი. ბავშვი უნდა მიხვდეს, რომ ცხოველი ძალიან საყვარელი და მეგობრულია. ეს ძაღლთან შეხვედრის კიდევ ერთი ნაბიჯია.

4. შემდეგ, გააცანით თქვენი პატარა საყვარელ ლეკვს, რომელიც იქნება მშვიდი და ნუ ეცდებით, დააძალოთ ბავშვს  მასთან კონტაქტი. მიეცით პატარას ნება თავად გადაწყვიტოს მიუახლოვდეს, მოეფეროს თუ ეთამაშოს ცხოველს.

5. აუცილებლად ასწავლეთ ბავშვს, თუ როგორ უნდა მოექცეს ცხოველს. რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა. ასევე - როგორ უნდა დაარეგულიროს და მოახდინოს ძაღლზე ზემოქმედება. აჩვენეთ, თუ როგორ ჯდება ლეკვი და გაწვდით თათს. შედეგად, ბავშვი თავს მეტად უსაფრთხოდ იგრძნობს.

6. დაარიგეთ თქვენი პატარა, რომ დიდ ძაღლთან მიახლოება არ შეიძლება, თუ მას არ იცნობს. ასევე, არ შეიძლება ძაღლის შეწუხება, თუ ჭამს, სძინავს ან ლეკვების გარემოცვაში იმყოფება. არასოდეს დათრგუნოთ ბავშვი შემდეგი გამოთქმებით - "დიდი ძაღლი მოვა და შეგჭამს", "ჭამე, თორემ ძაღლი მოვა და საკვებს წაგართმევს" და ა.შ.

Zooclub

თუ ზემოთ ჩამოთვლილ რჩევებს მიყვებით, თქვენს პატარას დროთა განმავლობაში ძაღლის შიში გაუქრება.

ასევე იხილეთ:

შინაურ ბინადრებთან კონტაქტის დროს ბავშვის იმუნიტეტი ძლიერდება და ალერგიული ფონი სუსტდება

ძაღლები ბავშვებს შიშის დაძლევაში ეხმარებიან

10 ნიშანი, რომლებიც უნდა იცოდეთ, სანამ უცხო ძაღლს მოეფერებით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?