ერთგული ძაღლი მოხუცი პატრონის საფლავს არ ტოვებს (ემოციური ვიდეო)
პატრონის მიმართ ძაღლის ერთგულებას საზღვარი არ აქვს. ზოგიერთ შემთხვევაში მათი განშორება სიკვდილსაც კი არ შეუძლია.

86 წლის ქალი გასულ წელს დაიღუპა, თუმცა, მისი პატარა ძაღლი დღემდე ვერ ეგუება მოხუცის გარეშე არსებობას. ძაღლი დიტა სექტემბრის შემდეგ პატრონის შვილთან - ტერეზა მორინთან და მის ქმართან ერთად  ცხოვრობს, თუმცა, მოხუცის საფლავზე მისვლისას, ის გარდაცვლილ პატრონთან დარჩენას ამჯობინებს.

მიუხედავად იმისა, რომ ქალი რამდენიმე თვეა, ცოცხალი აღარ არის, დიტას იგი არ დავიწყებია და, როგორც ვიდეო კადრებიდან ჩანს, მოხუცის საფლავზე დარჩენას ამჯობინებს.

"დიტამ თითქოს იცოდა, რომ
მისი საყვარელი პატრონის საფლავზე ვიყავით. მან სასაფლაოს ქვასთან პატარა კუთხე გაწმინდა და იქ დაწვა, თითქოს
თავისთვის სახლი გაიკეთა", - ამბობს ტერეზა.

ბევრი თხოვნის მიუხედავად, დიტამ პატრონის საფლავზე დარჩენა ამჯობინა, მაგრამ ტერეზამ ის ხელში აიყვანა და მანქანაში ჩასვა.
იხილეთ სულისშემძვრელი ვიდეო, თუ როგორ გამოხატავს ერთი ციდა ძაღლი ერთგულებას და სიყვარულს გარდაცვლილი პატრონის მიმართ.

ასევე იხილეთ:

კატა ერთი წელია, გარდაცვლილი პატრონის საფლავს არ ტოვებს

როდესაც მისი პატრონი დაიღუპა, არავის ეგონა, რომ ძაღლი ასე მოიქცეოდა...​

კიდევ ერთი ”თბილისელი ჰაჩიკო” - ძაღლი, რომელიც ოჯახის სითბოსა და სიყვარულს დარაჯობს და სიცოცხლის ბოლომდე უდარაჯებს
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?