როდესაც მისი პატრონი დაიღუპა, არავის ეგონა, რომ ძაღლი ასე მოიქცეოდა...
როდესაც მისი პატრონი დაიღუპა, არავის ეგონა, რომ ძაღლი ასე მოიქცეოდა...
პატარა კესურიმ დაკარგა ერთადერთი ადამიანი, რომლის გარეშეც მისი ცხოვრება წარმოუდგენელი იყო. ძაღლმა იცოდა, რომ მისი პატრონი დაიღუპა, თუმცა, სიყვარული და ერთგულება მამაკაცის სიკვდილის შემდეგაც არ შენელებულა.

79 წლის მუჰამედ ილჰანი დიდხანს იტანჯებოდა დაავადებით, რამაც მისი პარალიზება გამოიწვია. მუჰამედი და კესური ორი წელი ერთმანეთის გარეშე  წუთითაც არ ყოფილან. სამწუხაროდ, მამაკაცი გარდაიცვალა.

"მამაჩემი ბოლო რამდენიმე თვე სრულიად პარალიზებული იყო. როდესაც კლინიკაში წავიყვანეთ, კესერიმ ჭამა შეწყვიტა, რადგან მამის ამბავს ძალიან დარდობდა", - ამბობს მუჰამედის შვილი ალი.

დაკრძალვის დღეს, მუჰამედი სახლიდან მეჩეთში გადაასვენეს. ძაღლი ცერემონიას
წინ მიუძღვოდა და გვერდიდან არ შორდებოდა გარდაცვლილ პატრონს.  კესერი სასთუმალის წინ იჯდა და თავი დახრილი ჰქონდა.

Zooclub

დაკრძალვის შემდეგ, ძაღლი მუჰამედის საფლავს ყოველდღე სტუმრობს და იქ დიდ დროს ატარებს.

Zooclub

პატრონის დაღუპვის შემდეგ, ძაღლზე ალი (მუჰამედის შვილი) ზრუნავს. როდესაც დილით სამსახურში მიდის, ძაღლიც მასთან ერთად გამოდის სახლიდან და გარდაცვლილი პატრონის საფლავს სტუმრობს.

Zooclub

"სასაფლაოს თანამშრომლების თქმით, კასული ყოველდღე აკითხავს მამის საფლავს. ძაღლი დღეს ჩემთან ცხოვრობს, ყველანაირად ვეცდები შევუმსუბუქო ის დარდი, რაც პატრონის დაღუპვამ გამოიწვია, თუმცა, არასოდეს დავუშლი მისთვის ყველაზე საყვარელი ადამიანის საფლავზე სიარულს. მას ვერავინ შეუცვლის", - ამბობს ალი.

Zooclub

ასევე იხილეთ:

ძაღლი, რომელიც პატრონის გარდაცვალების შემდეგ ტაძარში წირვას მარტო ესწრებოდა

ძაღლი საფლავზე იძინებდა, ადამიანებს ეგონათ, რომ გარდაცვლილ პატრონზე დარდობდა...

ცხენს 34 წლის პატრონი ავარიაში დაეღუპა, დაკრძალვისას მისმა განცდამ თვითმხილველები გააოცა
bebe
რა კომენტარი უნდა დავამატო?! ყველა სიტყვა აქ ზედმეტია.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?