მოკვდა ძაღლი, რომელიც 11 წელი პატრონის საფლავს არ ტოვებდა
მოკვდა ძაღლი, რომელიც 11 წელი პატრონის საფლავს არ ტოვებდა
პირველად გერმანული ნაგაზის-კაპინტანის ისტორია ხუთი წლის წინ გავრცელდა: ერთგული ძაღლი პატრონის საფლავს არ ტოვებდა.

მიგელ გუსმანის სიკვდილის შემდეგ, რომელის 2006 წელს დაიღუპა, ძაღლმა სახლი დატოვა. ოჯახი ფიქრობდა, რომ ის უბრალოდ დაიკარგა.

მიგელის ქვრივმა კაპიტანი რამდენიმე თვის შემდეგ ქმრის საფლავზე იპოვა. ოთხფეხა მეგობარი თავისი პატრონის განსასვენებელთან იწვა.

ქალმა და მისმა შვილმა ძაღლის სახლში დაბრუნება რამდენჯერმე სცადეს, თუმცა, კაპიტანი ოჯახს ყოველ ჯერზე ეწინააღმდეგებოდა. საბოლოოდ, ცხოველს ნება მისცეს, როგორც მას სურდა, ისე ყოფილიყო.

Zooclub

სასაფლაოს ზედამხედველი, ჰექტორ ბაჩეგა იხსენებს, რომ ერთ დღეს გამოჩნდა ძაღლი
და  ტერიტორიაზე დიდ ხანს დადიოდა, სანამ პატრონის საფლავი არ იპოვა.

Zooclub

"სინამდვილეში წარმოდგენა არ გვაქვს, თუ
როგორ იპოვა ძაღლმა პატრონის საფლავი, რადგან მიგელ გუსმანი დაიღუპა ქალაქ კორდობაში (არგენტინა), ხოლო შემდეგ კარლოს პასში (კორდობას პროვინცია) დაკრძალეს. ძაღლი დაკრძალვის ცერემონიალს არ ესწრებოდა. ამ ტერიტორიაზე 14 000-მდე მიცვალებული განისვენებს. ეს მართლაც, რომ საოცარია", - ამბობს სასაფლაოს ზედამხედველი.

Zooclub

ასეთი ერთგულებისთვის, სასაფლაოს თანამშრომლები კაპიტნის მიმართ თანაგრძნობასა და პატივისცემას იჩენდნენ. ისინი ძაღლს სისტემატურად კვებავდნენ და ვეტერინარული მომსახურებითაც უზრუნველყოფდნენ. პატრონის ერთგული გერმანული ნაგაზი 15 წლის ასაკში მოკვდა. სიცოცხლის ბოლო თვეებში ის თითქმის ვეღარ ხედავდა, უჭირდა სიარული, თუმცა, 11 წლის განმავლობაში ძაღლი პატრონის საფლავს არ ტოვებდა.

იხილეთ კაპიტანის ისტორია: ძაღლი 6 წელია გარდაცვლილი პატრონის საფლავზე ცხოვრობს
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?