ძაღლი 6 წელია გარდაცვლილი პატრონის საფლავზე ცხოვრობს (+ვიდეო)
ძაღლი 6 წელია გარდაცვლილი პატრონის საფლავზე ცხოვრობს (+ვიდეო)
ცხოველები დღითიდღე გვაოცებენ თავიანთი საოცარი თვისებებით - ადამიანისადმი ერთგულებითა და სიყვარულით. ჰაჩიკო არ ყოფილა ერთადერთი ძაღლი, რომელიც პატრონს მთელი ცხოვრება ერთგულად ელოდებოდა. 

გერმანული ნაგაზი, სახელად კაპიტანი უკვე 6 წელია პატრონის საფლავს არ ტოვებს.

მამაკაცი 2006 წელს დაკრძალეს. დარდიანი ძაღლი მის საფლავთან მივიდა და ბინა დაიდო.

"ჩვენ არასოდეს წაგვიყვანია კაპიტანი საფლავთან, საოცარია, როგორ მიაგნო ჩემი ქმრის საფლავს."- ამბობს გადრდაცვლილის მეუღლე.

ყოველ კვირა დღეს მამაკაცის ოჯახი მიდის სასაფლაოზე, რათა პატივი მიაგოს გარდაცვლილს და ასევე მოინახულონ ერთგული ძაღლი კაპიტანი.

ძაღლი ხშირად ტოვებს სასაფლაოს და მიდ
ის ოჯახში, თუმცა,
შებინდებისას, ის აუცილებლად ბრუნდება გარდაცვლილი პატრონის სასთუმალთან.

დირექტორის თქმით, სასაფლაოს თანამშრომლები ძაღლს უვლიან და კვებავენ.

"დღის განმავლობაში, ის დადის სასაფლაოს ტერიტორიაზე, თუმცა, 6 საათისთვის მიდის პატრონის საფლავზე, წვება იმ ადგილზე, სადაც დაკრძალულია მიცვალებული და მეორე დილამდე არ სცილდება მას."- ამბობს სასაფლაოს დირექტორი.

გარდაცვლილის ოჯახი ცდილობს, გერმანული ნაგაზი დააბრუნოს სახლში, თუმცა, როგორც ჩანს, კაპიტანი არც კი ფიქრობს სახლში დაბრუნებას.

იხილეთ ვიდეო

ასევე იხილეთ:

ადამიანებმა მგელს, ცოცხალი ვირი მიუყვანეს "სადილად", თუმცა...

ერთგული ძაღლი პატრონის საფლავთან 15 დღე იწვა

ერთგული ძაღლი ჰაჩიკო, რომელსაც იაპონელებმა სიცოცხლეშივე ძეგლი დაუდგეს

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?