ძაღლი საფლავზე იძინებდა, ადამიანებს ეგონათ, რომ გარდაცვლილ პატრონზე დარდობდა...
ძაღლი საფლავზე იძინებდა, ადამიანებს ეგონათ, რომ გარდაცვლილ პატრონზე დარდობდა...
სასაფლაოს თანამშრომლებმა შეამჩნიეს ძაღლი, რომელიც დიდ დროს ატარებდა გარდაცვლილის  საფლავზე.  მათ ეგონათ, რომ ძაღლი პატრონის გარდაცვალებას დარდობდა და მისი გაგდება არც უცდიათ. ერთ-ერთმა თანამშრომელმა ცხოველს ფოტოები გადაუღო და სოციალურ ქსელში განათავსა.

ფოტოებმა ცხოველთა მოყვარულები ააღელვა. მათ გადაწყვიტეს, გაერკვიათ ძაღლისა და მისი პატრონის ვინაობა. სიმართლე საოცარი აღმოჩნდა: როგორც გაირკვა, გარდაცვლილს შინაური ბინადარი არასოდეს ჰყოლია.

როდესაც ეს ამბავი სასაფლაოს თანამშრომლებმა შეიტყვეს, მიზეზის გასარკვევად ცხოველის ადგილსამყოფელს მიუახლოვდნენ და საფლავის ორმოში ახალშობილი ლეკვები აღმოაჩინეს.

Zooclub

მათ ცხოველთა თავშესაფარს მიმართეს. მოხალისეები რამდენიმე წუთში მივიდნენ ძაღლის დასახმარებლად.
როგორც ჩანდა, უპატრონო ძაღლმა საფლავზე ორმო გააკეთა და ლეკვები გააჩინა.

Zooclub

ძაღლი უნდობლად აკვირდებოდა თავშესაფრის თანამშრომლებს,
თუმცა, გემრიელი სასუსნავისა და მოფერების შემდეგ, ლეკვებთან მიახლოების ნება მისცა.

Zooclub

Zooclub

მოხალისეებმა დედა ძაღლი და ლეკვები თავშესაფარში გადაიყვანეს. მათ ჩაუტარდათ ვეტერინარული მომსახურება და გაჩუქდებიან ცხოველთა მოყვარულ ადამიანებზე.

Zooclub

დააკვირდით  დედა ძაღლის კმაყოფილ გამომეტყველებას - ის ბედნიერია, რომ თავის ლეკვებთან ერთად მშირი, ღია ცის ქვეშ აღარ ცხოვრობს.

Zooclub

ასევე იხილეთ:

მეგობრებმა მიტოვებული ნავი იპოვეს, მის ქვეშ კი უცნაური რამ აღმოაჩინეს...

ვერ წარმოიდგენთ, ვის ლეკვებს კვებავს დედა კატა

ძაღლმა დედა კატა და 4 კნუტი გადაარჩინა
mako
გაიხარეტ კეტილო ადამანებო, კიდევ კარგი არსებობენ ასეტი ადამიანები
nat
რა საყვარლები ხართ რომ ესეთ ძაღლებს ეხმარებით, გაიხარეთ მიყვარხართ :)
jumber
სამწუხაროა, მაგრამ ქართველთა უმრავლესობას,მართლაც არ უყვართ ცხოველები.არც ეცოდებათ.ქართული გამოთქმაა"გეიწი ძაღლო იქით."როცა მობეზრდებათ ქუჩაში აგდებენ.გამიგონია მონადირეებზე ,რომლებიც დაბერებულ ძაღლებს კლავენ კიდეც.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?