ორლანდო ბლუმს ერთი ციდა ძაღლი ყველგან თან დაჰყვება
ორლანდო ბლუმს ერთი ციდა ძაღლი ყველგან თან დაჰყვება
ორლანდო ბლუმმა პრაღის მცხოვრებლებისა და სოციალური ქსელის მომხმარებლების ყურადღება მიიქცია, როდესაც ქალაქში ველოსიპედით სასეირნოდ ლეკვთან ერთად გამოვიდა. მან ძაღლი ზურგჩანთაში კომფორტულად მოათავსა, რამაც თვითმხილველების ყურადღება მიიპყრო, თუმცა, ბლუმის გულშემატკივრებს ეს საერთოდ არ გაჰკვირვებიათ, რადგან ჰოლივუდის ვარსკვლავი ცხოველის ფოტოებს საკუთარი ინსტაგრამის გვერდზე იმდენად ხშირად ათავსებს, რომ შეუძლია პროფილს სახელიც კი შეუცვალოს.

ორლანდო ბლუმმა ძაღლს მაითი დაარქვა. მსახიობს ის ყველგან თან დაჰყავს. ეს არც პაპარაცებს გამორჩენიათ. 

Zooclub

ძაღლის მიმართ სითბო და მზრუნველობა გასაკვირი ნამდვილად არ იქნება, თუ ბლუმის ინსტაგრამს გადავხედავთ, სადაც მსახიობი მაითის
ფოტოებს თითქმის ყოველდღე ათავსებს.

Zooclub

"დიდი სურვილი მქონდა,  ჩემს ცხოვრებაში ძაღლი ყოფილიყო. ზოომაღაზიაში მისვლისას ბევრი არ
მიფიქრია. არჩევანი სწრაფად გავაკეთე და სახლში ოთხფეხა მეგობართან ერთად დავბრუნდი", - წერს ორლანდო ბლუმი.

Zooclub

მსახიობის არაერთი თაყვანისმცემელი აღნიშნავს, რომ მისი ბინადარი ძალიან ჰგავს კეტი პერის ძაღლს. მომღერალს, რომელიც რამდენიმე ხნით ადრე ბლუმს ხვდებოდა, ჰყავს მაითის მსგავსი პუდელის ჯიშის ძაღლი, სახელად ნაგეტსი.

Zooclub

ასევე იხილეთ:

ეს არსებები ცნობილი ადამიანების შინაური ცხოველები არიან. შეგიძლიათ მათი პატრონების გამოცნობა?

ალეკ ბოლდუინის ქალიშვილმა შიშველ მკერდზე ძაღლი მიიფარა

როგორ გადაარჩინა ტომ ჰარდმა საუკეთესო მეგობარი ვუდი... ამაღელვებელი ისტორია
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?