ეს არსებები ცნობილი ადამიანების შინაური ცხოველები არიან. შეგიძლიათ მათი პატრონების გამოცნობა?
ეს არსებები ცნობილი ადამიანების შინაური ცხოველები არიან. შეგიძლიათ მათი პატრონების გამოცნობა?
უმეტესობამ ვიცის, თუ როგორი სახლები, მანქანები და ტანსაცმელი აქვთ ამ ცნობილ ადამიანებს, თუმცა, წარმოდგენა არ  გვაქვს მათი უცნაური ცხოველების შესახებ.

წარმოგიდგენთ  პატარა თავსატეხს ცნობილი პატრონებისა და მათი უჩვეულო ბინადრების შესახებ.

შეგიძლიათ გამოიცნოთ, ვის ეკუთვნის კონკრეტული ცხოველი? თითოეულ სურათს და ინფორმაციას მოსდევს პასუხი.

ღორი, სახელად ნორა

გაიცანით ნორა, რომელიც ცნობილი მსახიობისა და მომღერლის შინაური ცხოველია. ფოტოზე ნორა სწორედ ამ ადამიანს უჭირავს ხელში.

Zooclub

მისი პატრონი მაილი საირუსია. მსახიობს გოჭი გადასცა ორგანიზაცია PETA-მ, ცხოველთა უფლებების დაცვაში შეტანილი წვლილისათვის.

Zooclub

ვირები, სახელად ჰონკი და ტონკი

ორი უსაყვარლესი შინაური ცხოველი, რომლებიც ეკუთვნის ცნობილ ქალ მსახიობსა და ოსკარის მფლობელს.

Zooclub

ვირები ცნობილმა მსახიობმა
რიზ უიზერსპუნმა 7 წლის წინ აიყვანა.

Zooclub

მტრედი

ამ სპორტსმენისთვის მტრედი შინაურ ბინადარზე მეტია. ფრინველი მისთვის სიმშვიდის
თერაპიაა. მტრედის მფლობელი ცნობილი ბოქსიორია. ეს არსება დაუნდობელი პატრონის ხასიათში სინაზესა და მზრუნველობას აღვიძებს.

Zooclub

რკინის მაიკ ტაისონი რამდენიმე წელია, მტრედებთან მეგობრობს. მას იმდენად უყვარს ეს ფრინველი, რომ ოცნებობს სიკვდილის წინ მის გარშემო მტრედებმა იფრინონ.

Zooclub

რვაფეხა

ეს რვაფეხა ჰოლივუდის ცნობილ მსახიობ მამაკაცს ეკუთვნის. მისი თქმით, რვაფეხა მას ამშვიდებს და მუშაობაში ეხმარება.

Zooclub

რვაფეხას პატრონი ნიქოლას ქეიჯია.

Zooclub

კენგურუ

ეს პატარა კენგურუ შესაძლოა, გამხდარიყო როკ ენ როლის პრინცი, რადგან მისი პატრონი ცნობილი მომღერალი, როკ ენ როლის ლეგენდა და მუსიკალური სამყაროს ნამდვილი მეფე იყო.

Zooclub

ალბათ უმეტესობა თქვენგანი მიხვდა, რომ კენგურუს მფლობელი ლეგენდარული ელვის პრესლი იყო.

Zooclub

ასევე იხილეთ:

გაიცანით მამაკაცი, რომელსაც მსახიობ გრიზლისთან 35-წლიანი მეგობრობა აკავშირებს

ხელოვანი ადამიანები და მათი ძაღლები

ცნობილი ადამიანების ყველაზე უჩვეულო შინაური ცხოველები
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?