ძაღლი 10 თვის განმავლობაში არ ტოვებდა ავარიაში დაღუპული პატრონის მანქანას
ძაღლი 10 თვის განმავლობაში არ ტოვებდა ავარიაში დაღუპული პატრონის მანქანას
ალბათ გახსოვთ ჰაჩიკო, რომელმაც მილიონობით ადამიანი აატირა. ის უამრავი ადამიანისთვის ერთგულების სიმბოლო გახდა. ისტორია, რომელიც ბრაზილიის ქალაქ კამპო-გრანდეში მოხდა, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ძაღლი მართლაც რომ სიყვარულისა და ერთგულებისთვის გაჩნდა ამ ქვეყანაზე.

ამ ძაღლს 10 თვის განმავლობაში არ დაუტოვებია სატრანსპორტო მომსახურეობის დეპარტამენტი, სადაც მისი პატრონის ნაავარიევი მანქანა ავტოსაგზაო ინციდენტის შემდეგ გადაიტანეს. უკანასკნელად სწორედ ამ ავტომობილში ნახა ძაღლმა საკუთარი პატრონი, რომელიც დაიღუპა. ინციდენტის დროს მანქანაში ძაღლიც იმყოფებოდა, თუმცა, მაშველებს ის არ დაუნახავთ, რადგან შეშინებული სავარძლის ქვეშ იმალებოდა.

თანამშრომლებმა ცხოველი მას შემდეგ შეამჩნიეს, რაც
ნაავარიევი ავტომობილი სადგომზე გადაიტანეს. მათ ძაღლის ვეტერინართან გადაყვანა სცადეს, თუმცა,  შეშინებული ცხოველი ყველანაირად ცდილობდა თავის
დაცვას და მანქანის სალონში დამალვას.

ავტოსადგომის 56 წლის თანამშრომელმა დევიდ გუმარესმა ძაღლზე ზრუნვა გადაწყვიტა. მას ცხოველისთვის ყოველდღე წყალი და საკვები მიჰქონდა. ერთი თვის განმავლობაში ძაღლი უნდობლად აკვირდებოდა მამაკაცს, მაგრამ მზრუნველობის შედეგად გუმარესმა მისი ნდობა მოიპოვა. მან ოთხფეხა მეგობარს მენინო დაარქვა, რაც პორტუგალიურად ბიჭს ნიშნავს.

Zooclub

ისინი განუყრელი მეგობრები გახდნენ, თუმცა, მენინოს ძველებურად ყოფილი პატრონის მანქანის ქვეშ სძინავს.

Zooclub

მენინომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ძაღლს შეუძლია მთელი თავისი სიცოცხლის მანძილზე ერთგულად და სიყვარულით ემსახუროს საყვარელ პატრონს.

ასევე იხილეთ:

ეს ერთგული ძაღლი ელოდება პატრონს, რომელიც ავტოავარიაში დაიღუპა

"კამჩატკელმა ჰაჩიკომ" ახალი პატრონი იპოვა

სამხედრო ძაღლი კლინიკაში დაჭრილ ჯარისკაცს არ ტოვებს

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?