გოგონამ მანქანის ყიდვის ნაცვლად, ძაღლი გადაარჩინა (+ვიდეო)
გოგონამ მანქანის ყიდვის ნაცვლად, ძაღლი გადაარჩინა (+ვიდეო)
თინეიჯერი გოგონა, ჯესი ერჰარდი მანქანის საყიდელ ფულს დიდი ხანი აგროვებდა, თუმცა მისი გეგმები შეცვალა ერთმა საყვარელმა ძაღლმა, რომელსაც გადაუდებელი დახმარება ესაჭიროებოდა.

როდესაც ჯესი და დედამისი მიდიოდნენ, გოგონამ დედას მანქანის გაჩერება სთხოვა, რადგან დაინახა საშინლად დასახიჩრებული ძაღლი, რომელიც გზისკენ მირბოდა. ჯესი მანქანიდან გადავიდა და ძაღლისკენ წავიდა.

ცხოველი სევდიანი თვალებით მივიდა გოგონასთან და მუხლებზე თავი დაადო.

ჯესიმ გამოიძახა ცხოველთა დახმარების ოფიცერი, რომელმაც ძაღლი კლინიკაში გადაიყვანა. მას ისეთი სახის დაზიანებები აღმოაჩნდა, რომ მკურნალობას საკმაოდ სოლიდური თანხა სჭირდებოდა. ოფიცერმა ძაღლის ევთანაზია (სამუდამო დაძინება) გადაწყვიტა. 

"მას სახეში ცულისმაგვარი ბასრი
საგანი ჰქონდა ჩარტყმული."- ამბობს ცხოველთა დახმარების ოფიცერი.

როდესაც ჯესიმ ეს ამბავი შეიტყო, გადაწყვიტა, მანქანის საყიდლად
გამოყოფილი თანხა ძაღლის მკურნალობაზე დაეხარჯა და მეტიც, სრულიად აეღო ამ ძაღლზე პასუხისმგებლობა.

"მანქანის ყიდვა შემდეგ წლამდე გადავდე, რადგან ფული თავიდან უნდა შევაგროვო. ჩემთვის ცოცხალი არსების გადარჩენა უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე მანქანა, ამიტომ საერთოდ არ ვნანობ. ბედნიერი ვარ, რომ ლილი დღეს ჩემთან არის და სრულიად გამოჯანმრთელდა."- ამბობს ჯესი.

გოგონამ ძაღლს ლილი დაარქვა, ბოლომდე უმკურნალა და დღეს ისინი ერთად ცხოვრობენ. ლილი ძალიან ბედნიერი ძაღლია, რადგან ჯესის სახით, ერთგული და მოსიყვარულე პატრონი იპოვა.

იხილეთ ვიდეო

ასევე იხილეთ:

112-ის სამაშველო სამსახურმა ძაღლი მტკვარში დახრჩობას გადაარჩინა

ადამიანმა დათვი სიკვდილს გადაარჩინა

ბედნიერი ძაღლები და მათი ახალი ოჯახები
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?