"კამჩატკელმა ჰაჩიკომ" ახალი პატრონი იპოვა
"კამჩატკელმა ჰაჩიკომ" ახალი პატრონი იპოვა
ამ სევდიან  ისტორიას სასიხარულო დასასრული აქვს. ძაღლმა, რომელიც პატრონმა აეროპორტში მიატოვა და სხვა ქვეყანაში გადავიდა საცხოვრებლად, მოსიყვარულე პატრონი შეიძინა.

პატრონმა ძაღლი კამჩატკის აეროპორტში დატოვა და თავად სხვა ქვეყანაში გაფრინდა. საცოდავი ცხოველი სევდიანი უყურებდა, როგორ ტოვებდა ის ადამიანი, ვისთანაც წლებია, ცხოვრობდა. ცხოველი რამდენიმე კვირა აეროპორტში ელოდებოდა პატრონს იმ იმდეით, რომ კვლავ დაუბრუნდებოდა, თუმცა, ამაოდ.

ინტერნეტ სივრცეში მალევე გავრცელდა მისი ამბავი. ძაღლს "კამჩატკელი ჰაჩიკო" დაარქვეს. მისი გულშემატკივრები საკვებისა და საჭირო ნივთებისთვის ფულს აგროვებდნენ. მოხალისეები და აეროპორტის თანამშრომლები მზრუნველობას არ აკლებდნენ.

სულ რამდენიმე
დღ
ის წინ კი ინტერნეტში სასიხაურლო ამბავი გავრცელდა: " ჩვენი ოთხფეხა მეგობარი ცხოველთა მოყვარულმა ადამიანმა აიყვანა. ის აეროპირტის უსაფთხოების სამსახურის თანამშრომელმა რამდენიმე დღით სახლში წაიყვანა, თუმცა, მოკლე დროში იმდენად შეაყვარა ძაღლმა თავი, რომ აეროპორტში დასაბრუნებლად ვეღარ გაიმეტა."

როგორც უკვე აღვნიშნეთ, კამჩატკელ ჰაჩიკოს სოციალური ქსელის დახმარებით სისტემატურად უგროვებდნენ თანხას. შეგროვებული ფულით მოხალისეები აპირებენ ძაღლის საკვების ყიდვას და ახალი პატრონისთვის გადაცემას, ხოლო დარჩენილი თანხა გადაეცემა ირკუცკის ცხოველთა თავშესაფარს.

ასევე იხილეთ:

თბილისელი "ჰაჩიკო" - ძაღლი, რომელიც პატრონის საფლავს მეხუთე თვეა არ ტოვებს

მიტოვებული ძაღლი გზის პირას პატრონს ერთი თვეა ელოდება

ეს ერთგული ძაღლი ელოდება პატრონს, რომელიც ავტოავარიაში დაიღუპა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?